ისრაელში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვენ

უკვე რამდენიმე თვეა ისრაელში, კერძოდ კი, თელ-ავივში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ისრაელში მცხოვრები ჟურნალისტი, მალხაზ ბასილაია ამ წუთებში დედაქალაქში მიმდინარე აქციაზე იმყოფება. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, აქციის მონაწილეების თქმით, ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა და მოქალაქეები მხარს უჭერენ დემოკრატიულ პრინციპებს. მომიტინგეების პოზიციის თანახმად, მათ არ სჭირდებათ კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის პრემიერზე იქნება მორგებული.

"კონსტიტუცია, რომელიც არასდროს არ ჰქონია ისრაელს, მოქმედ პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს რომ მიიღოს. ისრაელში მოქალაქეები თავდაპირველად მის  წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ, რის შემდეგაც პრემიერმა შეაჩერა კონსტიტუციის დამტკიცების პროცესი, თუმცა, მას პარლამენტში მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, ამიტომ უცნობია რა შედეგი ექნება საპროტესტო გამოსვლებს. ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რადგან ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის მიღებით ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს ქვეყანაში დიქტატურის დამყარება”, - ამბობს ExclusiveTV-სთან თელ-ავივში აქციაზე მყოფი ემიგრანტი, ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია.

ასევე, ცნობილია, რომ პროტესტი ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ, თავდაცვის მინისტრ, იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვა, რომელიც, თავის დროზე ნეთანიაჰუს საყრდენად ითვლებოდა. ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულობის შესაბამისად, შესაძლოა, თავად, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, რადგან მომიტინგეები მის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები პროტესტის ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ საკითხებსაც ასახელებენ, კერძოდ კი, სკოლის გაფიცული მასწავლებლების რაოდენობის ყოველდღიურ ზრდას. როგორც ირკვევა, პედაგოგები უკვე წელიწადზე მეტია სახელფასო ანაზღაურების მომატებას ითხოვენ, თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, მათი ხელფასები არ გაზრდილა.

ჩვენი ინფორმაციით, ისრაელში მოქალაქეები საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თანამდებობიდან გადადგეს. მომიტინგეები მათი მოთხოვნის ძირითად მიზეზად კი იმ კონსტიტუციის მიღების მცდელობას ასახელებენ, რომელიც ნეთანიაჰუს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად სურს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში საპროტესტო აქციები თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, წუხელ, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა ათეულობით ათასი ადამიანი.

თელ-ავივში დემონსტრანტებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მცირე ხნით შეძლეს უსაფრთხოების ძალების კორდონის გარღვევა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

26 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც 25 მარტს მთავრობას მოუწოდა, შეეჩერებინა სასამართლო რეფორმის განხორციელება, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნიდა საფრთხეს.

მზეკო ჟვანია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი