რუსულ საფონდო ბირჟაზე რეკორდული ვარდნაა - კომპანიებმა 250 მილიარდი დოლარით იზარალეს

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. ქვეყნის მთავარი Moex-ის ინდექსი დღეს 29%-ით დაეცა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი. Bloomberg-ის მონაცემებით, მთლიანობაში საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

Gazprom-ის აქციები დღეს 41%-ით; Lukoil-ის 20%-ით; VTB-ის 35%-ით; Yandex-ის 26%-ით; Magnit-ის 30%-ით; Sberbank-ის 39%-ით დაეცა.

პარალელურად, ისტორიულ მინიმუმზეა რუსული რუბლის ღირებულება. ამ დროისთვის ერთი დოლარი 84 რუბლი ღირს, რაც 3%-იანი გაუფასურებაა.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს შეწყვეტს.

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ, დღესვე ბორის ჯონსონმა NATO-ს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა. 

წყარო: bm.ge

ასევე საინტერესოა:

🔵უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს - უკრაინული მედია

🔵 ბევრი ბერძენი ჩადგა უკრაინის საზღვრის დაცვაში "ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად იბრძოლონ" - ამბობს უკრაინელი ოფიცერი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789230400

სპორტი

„ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი“ - გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა

 35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა. „გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება...

გიორგი გველესიანი

1789230036

სპორტი

მორიგი გოლი და ყველაზე მაღალი შეფასება - კვერნაძემ სერია A-ში კვლავ გაიტანა

 იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში გამართული შეხვედრა „ჯენოასა“ და „ფროსინონეს“ შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრაში სტუმრები დაწინაურდნენ, მე-14 წუთზე თავი „ფროსინონეს“ ქართველ...

კვერნაძე

1789225744

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ ორივე უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ახალი...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

1789225164

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში ბრძოლა გაჩაღებულია იმაზე, ვინ დაეპატრონება იმ მცირე თანხებს, რომელიც ფარულად და უკანონოდ შემოდის საქართველოში, ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე წავლენ

 „ოპოზიციაში არაფერი ახალი არ ხდება. ბრძოლა გაჩაღებულია იმაზე, ვინ დაეპატრონება იმ მცირე თანხებს, რომლებიც ფარულად და უკანონოდ შემოდის საქართველოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1789221754

მსოფლიო

ტრამპის თქმით, ჰუსიტებმა სთხოვეს, რომ იემენში მიმდინარე ომში აშშ არ ჩაერიოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იემენელმა ჰუსიტებმა მას სთხოვეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში არ ჩაერიოს. ამის შესახებ ტრამპმა დუბლინში ვიზიტის დრ...

ტრამპი