"საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვიდან დანიშნულ დღევანდელ რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია" - მედია
მოსკოვიდან მინსკის, ერევნისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე დღეს ბილეთები აღარ იძებნება.
ინფორმაციას ბელორუსული გამოცემა Nexta ავრცელებს.
"აეროფლოტისა“ და ავიაბილეთების ონლაინ მაღაზიის Aviasales.ru-ს ვებსაიტებზე მოსკოვიდან მინსკისა და ერევნის მიმართულებით პირდაპირი ფრენებისთვის ბილეთების შეძენა მხოლოდ მომდევნო დღეებშია შესაძლებელი.
ბილეთები ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სრულად გაიყიდა", - აღნიშნავს გამოცემა.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.
"დღეს ჩვენ ომში ვართ არა იმდენად უკრაინასთან, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთთან. სტუდენტების რაიმე მობილიზებაზე საუბარი არ არის, წვევამდელების „სპეცოპერაციაზე“ გაგზავნა შეუძლებელია. ამ ეტაპზე გამოძახებული იქნება 300 ათასი რეზერვისტი. რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი, თითქმის 25 მილიონი ადამიანი, 1%-ზე ოდნავ მეტი ექვემდებარება ნაწილობრივ მობილიზაციას", - განაცხადა შოიგუმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793869367
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო, ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, ნუნუ დუღაშვილ...
1793868964
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. ეროვნული გუნდი ნოემბრის ფანჯარაში...
1793868400
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში, მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნი...
1793867707
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: შუა დერეფნის კონცეფცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვის, აზიისთვისაც და ამ კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია
„შუა დერეფნის კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, აზიისთვის და ამ კონცეფციას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედ...
1793867491
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ჰარცელი, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს
„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....


























