ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა - ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან დაადასტურა სრული მზადყოფნა ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად და შემდგომი მტკივნეული პასუხის გასაცემად.

„ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, IDF ძლიერია, საზოგადოება ძლიერია.

„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას და გვერდში დგომას.

ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის დირექტივებს. ერთად ვდგავართ და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, - ამბობს ნეთანიაჰუ.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა. საფრენმა აპარატებმა კი უკვე შეაღწიეს ერაყის საჰაერო სივრცეში.

მედიის ცნობით, ირანის თავდასხმის დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, IDF [ისრაელის თავდაცვის ძალები] სპიკერი, განცხადების გასაკეთებლად ემზადება.

ინფორმაციას, "მთავარი არხი" ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722075481

სპორტი

გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძი...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1722069856

სოციალური მედია

„ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მუდამ“ - გია ბაღაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე და „იუმორინას“ ერთ-ერთი ავტორი გია ბაღაშვილი ქართული საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანია. მისი ოჯახი და შემოქმედება ორმაგად საინტერესოა მისი გულშემატკივრების...

გია ბაღაშვილი

1722068379

ახალი ამბები

შემზარავი ამბავი - ძმამ ძმა მოკლა

ლეჩხუმში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა.  მკვლელობის მოტივი უცნობია. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერ...

ზოგადი

1722064441

საზოგადოება

კაცი, რომელმაც თელავში 2 ადამიანი მოკლა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ...

შემთხვევები

1722063122

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოში მიწისძვრა დღეს, 27 ივლისს თბილისის დროით 09:45 საათზე მო...

შემტხვევეი