"„16 ათასით გაიზარდა სოციალური შემწეობაო. აფერუმ! ბიჭოოო, რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცო?!... ბოლო-ბოლო ენას უნდა დააჭირო" - ლადო კახაძე
მოსახლეობასთან თავს ნუ ირცხვენთ! მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს... ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი, - ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს უსმენენ.
მისი თქმით, ოპოზიციას ღვარძლი ალაპარაკებს და სირცხვილია მათი ასეთი ქცევა.
„16 ათასით გაიზარდა სოციალური შემწეობაო. აფერუმ! ბიჭოოო, რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცო?! მე მეგონა, 160 ათასით გაიზრდებოდა. „ძველ ვოდევილებში“ არის სცენა ღორის ასაკზეა ლაპარაკი და ამბობენ, ყველაფერს ლაპარაკობს ეს ქალი, ყველაფერს, მაგრამ ღორზე არაფერს ლაპარაკობსო - ასე ნუ იქცევით, მოსახლეობასთან თავს ნუ ირცხვენთ! მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს... ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი. რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში რომელი ხელისუფლების პირობებში გაერთიანდება ქვეყანა, თუ თქვენ ამ ქვეყნის გულშემატკივრები ხართ? სირცხვილი და თავის მოჭრა თქვენს ქცევას! ცუდ სიტყვას არ ვიტყვი...
ადამიანებს შესთავაზეს ერთი, მეორე, მესამე,მეოთხე და მეხუთე [სამსახური], თქვეს ეს არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა... რა აღმოჩნდა იცით? აღმოჩნდა, რომ ისინი მუშაობენ, მაგრამ არსად არ ჩანან, ჩრდილში არიან. ჩვენ შევთავაზეთ, თუ თქვენ მართლა ჩვენი ნდობა გაქვთ და შეგვიძლია თქვენი დაუმადლებელი შრომით რაღაცით შეგეწიოთ, გვიგულეთ პარტნიორებად, მაგრამ თუ შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ისეთი ბეცები ვართ, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი ისე გაატარო, ჩვენი თავი სხვას აგინებინო, აქ ციფრიც გაჟღერდა, რომ დღეში 40-50 ლარი გვაქვს შემოსავალი და თვეში 1200-იო, ბიჭო, 1200 ლარი თუ აქვს ცუდად როგორ ცხოვრობს და სოციალური შემწეობა როგორ აქვს დასანიშნი? თქვენვე გაყიდეთ ახლა ეს ინფორმაცია და არასწორი თქვით. ამიტომ სიტყვის თქმის დროს ენა კი არ არის მთავარია, ტვინია. ენის ჭკუაზე არ იაროთ კაცო, ენა მეტყველების ორგანო არაა, ენა მეტყველებაში მონაწილე ორგანოა, მას ტვინი აკონტროლებს და 32 კბილი, ბოლო-ბოლო უნდა დააჭირო ენას, რომ არ წამოგცდეს არასწორად ნათქვამი“, - მიმართა კახაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793797549
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1793796074
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო
„ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო“, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს. ხელაძე ბრიუსელს ურჩევს საქართ...
1793795174
ახალი ამბებირუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილი...
1793794247
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხად...
1793793858
ახალი ამბებიტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვე...




























