„საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს და როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში“ - ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

exclusivetv.ge 54 წლის ემიგრანტი დაუკავშირდა. ქალმა საოცარი გულწრფელობით და აცრემლებული მოგვიყვა უმძიმესი ისტორია. საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ქალს საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა უნდა რომ მისი მძიმე ცხოვრების შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს.

მე აქაც ემიგრანტი ვიყავი, ერთი რაიონიდან მეორეში გადასროლილი, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, სადაც გახარებული წავედი, მაგრამ მისვლის დღიდან ყველა დღე ახალ პირობებს მიყენებდნენ, სადილის გაკეთება, მილაგება, დაუთოება, შემდეგ კი ოჯახში მყოფი მოხუცების მოვლა, დაბანა, დასუფთავება და ეს ყველაფერი შეურაცხყოფის თანხლებით.

ყველა დღე აუტანელი ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ძალიან მდიდარი იყო, კაპიკებად მამუშავებდნენ თვეში 500ლარად, არ მოგესმათ,დიახ 500 ლარად!

6 წელი მე ადამიანი არ ვიყავი. ვიყავი დაქირავებული მონა, რომლის შრომაც და სულიც ეშმაკს მიყიდეს, გამოვიქეცი სრულიად დაავადმყოფებული და დავიწყე მკურნალობა, დღესაც ანტიდეპრესანტებს ვსვამ.

აქეთ ოჯახში დაგროვილი ვალები დამხვდა და ახლა უკვე საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს,გაარკვიეს,გაიკითხეს, როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში და ჩავედი სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანი, სადაც ვუვლი მოხუც ცოლ-ქმარს, აკრძალული პირობებით, დათვლილი ლუკმებით, აკრძალული ინტერნეტით, გათიშული შუქით (ეკონომიის მიზნით) გარკვეულ საათებში, და ა.შ და ა.შ.

ღამე არ მიყვარს და იცით რატომ?

თეთრად თენდება ფიქრებში და კითხვებში: კაცია ადამიანი?! მე კი ნამდვილად არ ვარ ადამიანი, ინსტინქტებით მოსიარულე არსება ვარ, რომელსაც არა აქვს სული და სხეული  ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდესო, უკვირდათ და დღემდე უკვირთ!

მე არაფერი მაკვირვებს უკვე, ჩვენ უკვე დიდი ხნის გაყიდულები ვართ, შვილებისგან, ნათესავებისგან, სახელმწიფოსგან და ბოლოს ღმერთს მინდა მივმართო, ღმერთო, დედამიწაზე, რომ ჩამოხვიდე, გული გაგისკდებათ ალბათ მეც მინდა შენთან, მაქ ზემოთ“. - უამბო exclusivetv.ge  საბერძნეთში მცხოვრებმა 55 წლის ემიგრანტმა.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ჩვეულებრივი mafia state გვაქვს... ამ მმართველობის სისტემის შემოქმედის ერთ-ერთი მსახურის სახელმძღვანელო უმაღლეს სასწავლებელში შეაქვთ“ - რას წერს ნათია მეზვრიშვილი

🔵 „პოლიცია არ ტოკავს... ისევ მოძალადეებს იცავს“ - რას წერს ბაია პატარაია

🔵 ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიხსნა, რომლის მხარდამჭერია მედიამაუწყებელი exclusivetv.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714302291

ახალი ამბები

„უკვე მესამე მცდელობაა რევოლუციის, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ, ვერავინ მოესწრება მაგას“ - მეუფე იაკობი

ჩვენ ძლიერი ერი ვართ და მინდა, ყველამ იცოდეს, ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვერავინ დაგვაჩოქებს, ჩვენ ერთადერთი უფალს ვადიდებთ და უფალს დავუჩოქებთ, მე ყველა იმ ქართველს დავლოცავ, ვისთვისაც ძვირფასია...

ააა

1714302165

სოციალური მედია

როგორ ებრძვის გვანცა დარასელია სტრესს და უიმედობას - „უბრალოდ ჯდომა და ლაპარაკი, გაზიარება ახლის ან ძველი ამბების გახსენება“

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია „ინსტაგრამზე“ ხშირად გვიზიარებს ყოველდღიურ სიახლეებს. ამჯერად გვანცა გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.  ერთ-ერთ შეკითხვაზე, თუ როგორ უმკლავდება სტრესს და უიმედობას, ტელეწ...

მოდელი გვანცა დარასელია

1714301944

სოციალური მედია

გივიკო დიდია ერკეთის დედათა მონასტრიდან კადრებს აქვეყნებს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ბლოგერი და უკვე ჟურნალისტი გივიკო დიდია...

მონაზვნებიმონაზვნები

1714298846

ახალი ამბები

ქართველი მეღვინეები მთავრობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მისაღებად მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველოში ღვინის მწარმოებელთა ერთმა ნაწილმა განცხადება გააკეთა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში ბი...

ექსპორტი

1714294006

ახალი ამბები

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო...

მსოფლიო