ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიხსნა, რომლის მხარდამჭერია მედიამაუწყებელი exclusivetv.ge

ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“, რომელიც იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ფოთში გუშინ, 20 სექტემბერს გაიხსნა და საგამოფენო სივრცეში ერთ თვეს დარჩება.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ულამაზესი ფოტოები, რომელიც იაპონიაში საკურას ყვავილობის პერიოდს ასახავს.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია იაპონიის საელჩოს პირველი მდივნის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში.  

როგორც იმანიში ტაკაოსმა გამოფენის გახსნაზე მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, იაპონიის საელჩომ ძალიან მოხარულია ამ ფოტოგამოფენის გახსნით.

„მოხარული ვარ, რომ წელს ჩვენი ქვეყნები აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. ეს ფოტოები მე გადავიღე წელს იაპონიაში ამ გაზაფხულზე და ძალიან გამიხარდება, თუ ბევრი ადამიანი ნახავს.“ - განაცხადა  იაპონიის საელჩოს პირველი მდივანმა.

ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ მედიამხარდამჭერი და სპონსორია  „exclusivetv.ge“, ასევე გამოფენის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.

როგორც „exclusivetv.ge“ გენერალური დირექტორი ხათუნა შარაძე ამბობს,  მედიამაუწყებელი ექსკლუზივიტივი მნიშვნელოვან დროს უთმობს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული დიპლომატიური თუ დიასპორული მისიების გაშუქებას.

მე, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორის წარმომადგენელი და ამავე დროს ჟურნალისტი, სრულად ვიზიარებ დიპლომატიური ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის როლს, როგორც ყველაზე ჰუმანურ ხიდს თანამეგობრობის და ერთა შორის მყარი კავშირების საშუალებას. ჩვენ თვალს ვადევნებთ იაპონიის საელჩოს საქართველოში მოღვაწეობას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის დიდი პატივია ექსკლუზივიტივი წარმოადგენდეს ფოტო გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“-ს სპონსორსა და საინფორმაციო მხარდამჭერს.

საკურას ყვავილობა სამყაროსეულ მოვლენათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციკლია, როცა მისი ყვავილობის ხანმოკლე პერიოდში მსოფლიოს ყურადღება ამ ულამაზესი მოვლენისკენ არის მიმართული. მადლობა დათმობილი დროისთვის, გისურვებთ წარმატებებს“ - განაცხადა ხათუნა შარაძემ.

იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის, აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება.  თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია. იაპონელები და უამრავი ტურისტი, რომელიც სპეციალურად ჩადის ქვეყანაში საკურას ყვავილობის დროს ტკბებიან საკურას ცქერით.

2022 წელი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღია, რის გამოც საელჩო სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს.

ასევე საინტერესოა:

🔵 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ და მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება

🔵 "საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის" - პრეზიდენტი

🔵 „ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ“ - გოგაშვილის სკანდალური აღიარება 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715522628

ახალი ამბები

„პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას“ - ირაკლი კობახიძე

„საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია და გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე

1715521399

ახალი ამბები

„მგონი ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება“ - ირაკლი კობახიძე

„სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მით უმეტეს ქართული საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმ...

ირაკლი კობახიძე

1715519338

საზოგადოება

„არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც სათავე და წყაროა მშვიდობისა“ - ილია მეორის მიმართვა

„ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც ა...

აა

1715515781

საზოგადოება

„ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი“ - მამა შალვა კეკელია

„ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ ხოლმე ის არხები, რომლებიც ეკლესიას ანადგურებდნენ“, - ამის...

მამა შალვა კეკელია

1715511107

ახალი ამბები

13 მაისიდან პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამ...

პარლამენტი გარედან