„სანამ თქვენ საფრანგეთში უზრუნველად ცხოვრობდით, ჩვენ ამ მიწაზე ვებრძოდით რუსებს“ - მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს - „შინაგნად” დაშინებული ბრძანდებით თქვენ, რადგან ასე ებრძვით იმას, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ჰქვია!!“.

როგორც მაია ბითაძე აღნიშნავს, რუსული საქმეა, როდესაც გინდა ხალხი ერთმანეთს დააპირისპირო.

„მივმართავ სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს!!! ,,შინაგანად” დაშინებული ბრძანდებით თქვენ, რადგან ასე ებრძვით იმას, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ჰქვია!! შეგახსენებთ! სანამ თქვენ საფრანგეთში უზრუნველად ცხოვრობდით! ჩვენ - თაობა x და ბუმერები - აქ, ამ მიწაზე ვებრძოდით რუსებს! 12-13 წლის ასაკში ვიდექით აქციებზე, რასაც მართლა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ერქვა!

9 აპრილს ვყლაპავდით სკოლის შენობაში შეგდებული მომწამლავი გაზის აირებს! გადავიტანეთ ემბარგო! ყინვა, შიმშილი!!! გადავიტანეთ დრო! როდესაც ტელეფონს ვთიშავდით საუბრის დროს!! ვმუშაობდით პარლამენტში, რიგითებად- და გვეუბნებოდნენ, დასკვნები პროექტებზე არ დაწეროთო!!

ჩვენ თავზე დაფრინავდნენ რუსული თვითმფრინავები და ჩვენი და არა თქვენი!! - მეგობრები შეეწირნენ 90-იან წლებს!!! ხოლო - ჩვენი ოჯახები ომებს აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და თბილისში!! რუსეთის საქმეა ზუსტად რუსული უწოდო იმ ხალხს!!! ვინც წერს და აღასრულებს ასოცირების კანონებს და თქვენ!!! მარტო ხელმოწერა გევალებათ ჩვენ ნაშრომზე და ევროკომისიასთან შეთანხმებულზე!! აი ესაა რუსული!! გინდოდეს დააპირისპირო შენი ხალხი ერთმანეთს და თავად!!! ამდენი წელია ენა- რასაც ქართული ენა - ჰქვია ვერ გისწავლიათ!! ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, გთხოვთ, ნუ გვირევთ სამშობლოს!!!! ჩვენ სამშობლოს!!! რომელიც ისე ვერასდროს გეყვარებათ! როგორც მე მიყვარს!!!“, - წერს მაია ბითაძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716467108

საზოგადოება

რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმ...

ლენტა

1716464592

ახალი ამბები

თურქეთში ცხოველისგან დაინფიცირებული სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

სკოლის მოსწავლე ანა ცუღოშვილი, რომელიც ცხოველისგან დაინფიცირდა და სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.  „ანა, როგორ მენანები, რო...

ანა ცუღოშვილი

1716463197

ახალი ამბები

მე-100 მატჩი და დამშვიდობება „ვალენსიასთან“? - As-ი მამარდაშვილზე

ესპანური გამოცემა As-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელმაც შეიძლება 25 მაისს, ვიგოს „სელტას“ წინააღმდეგ „ვალენსიაში“ ბოლოჯერ ითამაშოს. აღსანიშნავია, რომ ეს გიორგისთვის „ღამურების“ რიგებში მე-1...

მეკარე

1716461553

ახალი ამბები

„კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება“ - ირაკლი შოთაძე ოპოზიციის რეაქციაზე

ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მის გადაწყვეტილებას წასვლასთან დაკავშირებით მოჰყვა. „ქრონიკას“-თან სატელეფონო საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ ძა...

შოთაძე

1716459118

საზოგადოება

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია შუა ხსნის კაცი.  ავარიის შედეგ...

პოლიცია, ლენტი, პატრული