მეუფე შიო: როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე, სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ღვთისთვის მოსაწონი ჩვენი სიხარული უფლის დახვედრისა

„როდესაც განვიმოსავთ ცოდვისგან დასვრილ სულიერ შესამოსელს და შევიმოსავთ სიწმინდისა და სიმართლის შესამოსელს, როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე, სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას, როდესაც უდრტვინველად ვზიდავთ ჩვენს ჯვარს და ჩვენზე მოწევნულ მწუხარებას მორჩილებით, სიყვარულითა და თავდადებით გადავიტანთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მართებული, შესაფერისი და ღვთისთვის მოსაწონი ჩვენი სიხარული უფლის დახვედრისა“, - აღნიშნულის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ბზობის დღესასწაულზე ქადაგებაზე განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევას.

ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ, თავის ვნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უფალი იესო ქრისტე სახედრის კვიცზე ამხედრებული გაემართა იერუსალიმისკენ. მთელ ქალაქში ხმა დაირხა მისი შემოსვლის შესახებ და უამრავი ხალხი პალმის რტოებით ხელში გამოვიდა მის შესახვედრად; უნდოდათ ენახათ ის, ვინც შესაძლოა ყოფილიყო მესია, ისრაილის მიწიური ხელმწიფე, რომელსაც ებრაელები ელოდნენ.

მაგრამ უფალი იესო ქრისტე არ იყო ჩვეულებრივი მიწიერი მეფე, რომელიც იარაღის ძალით იპყრობს ხალხებს, არამედ იგი იყო ხელმწიფე, რომელზეც ჯერ კიდევ ზაქარია წინასწარმეტყველი ამბობდა: „იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა, მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი და მჯდომარე კარაულსა ზედა და კიცუსა ახალსა“. ასეთი საოცარი სიტყვებია წმინდა წინასწარმეტყველისა.

და აი, იერუსალიმში შედის ხელმწიფე, მეუფე ისრაელისა, იმისთვის, რომ გამოიხსნას ადამიანები ცოდვისა და სამყაროში გამეფებული ბოროტებისგან.

ყოველი მხრიდან გაისმოდა სახოტბო შეძახილები: „კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით! კურთხეულ არს მეუფე ისრაელისა! ოსანა მაღალთა შინა!“ აი, მოვლენა, რომელსაც დღეს ვიხსენებთ და ვზეიმობთ.

თუმცა ჩვენი დღევანდელი შეკრება მხოლოდ ამ მოვლენის გახსენება როდია. დიდი საეკლესიო დღესასწაულები ყოველთვის დაკავშირებულია ჩვენი გამოხსნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან. როგორც წესი, ამიტომ ამ დღესასწაულებს არ აქვთ მხოლოდ გახსენების მნიშვნელობა, არამედ მათ აღსრულებითი მნიშვნელობაც აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროშიც ხდება ის, რაც მოხდა მაშინ. დღევანდელ დღესასწაულსაც აქვს ასეთი აღსრულებითი მნიშვნელობა, რამეთუ დღესაც ვიკრიბებით ქრისტეს შესახვედრად, ისევე, როგორც სხვა დიდ დღესასწაულებზე, ისევე, როგორც საღვთო ლიტურგიებზე და წმინდა ზიარების მიღების დღეებში.

„აჰა, შემოვალს მეუფე დიდებისა", - როგორც გახსოვთ, ისმის პირველშეწირულის ლიტურგიაზე. ე.ი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოველთვის მოდის ჩვენთან, იგი ყოველთვის დგას ჩვენი გულის კართან, გვიკაკუნებს და ჩვენ დიდი სიხარულით უნდა შევეგებოთ მას.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715522628

ახალი ამბები

„პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას“ - ირაკლი კობახიძე

„საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია და გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე

1715521399

ახალი ამბები

„მგონი ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება“ - ირაკლი კობახიძე

„სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მით უმეტეს ქართული საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმ...

ირაკლი კობახიძე

1715519338

საზოგადოება

„არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც სათავე და წყაროა მშვიდობისა“ - ილია მეორის მიმართვა

„ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც ა...

აა

1715515781

საზოგადოება

„ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი“ - მამა შალვა კეკელია

„ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ ხოლმე ის არხები, რომლებიც ეკლესიას ანადგურებდნენ“, - ამის...

მამა შალვა კეკელია

1715511107

ახალი ამბები

13 მაისიდან პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამ...

პარლამენტი გარედან