„ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ თქვენ აქციებზე დგახართ, რადიკალური ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება - ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“ - არჩილ თალაკვაძე

„ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე,“ - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც თალაკვაძე აცხადებს, 10 წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური კოშმარი. ახლა, როცა ისინი სრულწლოვანები და მომავლის ენერგიით სავსენი არიან - ქუჩაში გამოსვლისკენ, პოლიციასთან შეტაკებისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, გზების გადაკეტვისა და საცობში მყოფი მოქალაქეების შეურაცხყოფისკენ, საკუთარი ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებენ.

„დემოკრატიის წესებს, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას კი არ უხსნიან - არამედ, პირდაპირ, უხეში დაპირისპირების წინა ხაზზე აყენებენ, თვითონ კი უკანა რიგებში, ოფისებში არიან ჩასაფრებული, დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავენ და ფულით, ინვენტარით და შეძახილებით ამარაგებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს. მოუთმენლად ელიან, მოხდეს დაპირისპირება, რომ როგორმე სასურველი სურათი მიიღონ, რითაც ჩვენი საზოგადოების ემოციებზე ადვილად მოახდენენ გავლენას.

სრულიად აშკარაა უხეში ჩარევა დემოკრატიაში და საინფორმაციო შეტევა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე - როცა თეთრზე შავს გიმტკიცებენ და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიას - რუსულს არქმევენ. საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეები ევროსასამართლოში და ჰააგაში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი გამტყუნდა - ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესისა და მე ვიტყოდი ისტორიული ფაქტებისა, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან.

ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება! ამ ფონზე, მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716144785

სოციალური მედია

„ამ საოცარ ბიჭზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს ცუდად, თუ მართლა ბოროტი არ ხარ“ - რას წერს ნინო ნადირაძე?

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ქართველი წარმატებული ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ იგი საოცარი ბიჭია.  „აი ამ საოცარ ბიჭზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს...

ნინო ნადირაძე

1716142069

სოციალური მედია

„ბედნიერებაა ასეთი ოჯახის ყურება“ - კახა კალაძე 17 მაისის კადრებს აქვეყნებს

17 მაისს, საქართველოში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. კახი კალაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან და ოთხივე შვილთან ერთად იმყოფებოდა. ცოტა ხ...

კახა კალაძე

1716138363

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. შეგახსენებთ, ირანის შინ...

 აიათოლა ალი ხამენეი

1716137334

ჰოროსკოპი

„კარგია დროა ფინანსურ საკითხებთან და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის“ - 20-26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

„20-26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. როგორც იგი წერს, მომდევნო კვირა დატვირთული იქნება ასტროლოგიური...

ჰოროსკოპი

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია