ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Stena Line-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედური გადამზიდავი კომპანიის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორი კომპანიის  - Stena Line-ს აღმასრულებელ დირექტორს ნიკლას მარტენსონს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკლას მარტენსონს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს.

მთავრობის მეთაურმა Stena Line-ს აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მოიწვია.

შვედური გადამზიდავი კომპანია - Stena Line მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორია. კომპანია ოპერირებს დანიაში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში. კომპანიის შემოსავალი 407,5 მილიონ დოლარს შეადგენს და 37 გემს ატარებს ევროპის ცხრა ქვეყანას შორის 17 საბორნე მარშრუტზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მთელი ბავშვობა გარეგნულად ჯინა ლოლობრიჯიდას მადარებდნენ“ - ია ფარულავა

🔵 UNESCO - მსოფლიოში, 2022 წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო