კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ ხელწერილის საფუძველზე მოინახულა

გიული ალასანია ხელწერილის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. იმის მიუხედავად, რომ მესამე პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულია, დედა სპეციალური წესების დაცვით, დღეს მაინც მოინახულა ის.

"სუსტად არის ბუნებრივია, დაემატა კიდევ ერთი უბედურება მის ისედაც საკმარის დიაგნოზებს, მისი დაკვირვებითაც მესამე დღეა კოვიდის, მაგრამ სხვა მძიმე დაავადებები აქვს მას და ინტოქსიკაცია და აქვს დაქვეითებული ჰემოგლობინი, რკინა, რაც იწვევს იმას, რომ ძალიან ხშირია გონების კარგვა." - ამბობს გიული ალასანია "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს - ამ დრომდე უცნობია ვისგან გადაედო მიხეილ სააკაშვილს ვირუსი და როგორც "ვივა მედში" განმარტავენ,  კლინიკაში ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ჩხაიძე აღიარებს, რომ რისკები არის. მისივე თქმით, კოვიდინფექცია მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. წერს „მთავარი არხი“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 რა გელოდება დღეს? - 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵 მერია მოუწოდებს თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794329164

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს

„ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი...

მარიამ ქვრივიშვილი

1794328054

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს - ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა...

გიორგი კახიანი

1794325945

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1794325582

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1794323319

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...

მაკა ბოჭორიშვილი