"მეუფე ზენონი დათქმულ დროს არ ჩამოვიდა და შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადადო" - საპატრიარქო განმარტებებს აკეთებს

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა.

კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ.

კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით.

კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.

წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან.

აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს.

უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის  ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა.

საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე",- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716021612

ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე:„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს. როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცად...

სტუდენტი

1716019674

ახალი ამბები

„დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს, ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა...“ - პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გარდაბანში დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდებულს 16 -დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,...

შემთხვევები

1716017692

ახალი ამბები

„სრულყოფილებამდე მისვლა შეუძლია“ - კალცონა კვარაცხელიას გოლის შემდეგ

„ნაპოლის“ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ფიორენტინოს“ კარში გატანილ ეფექტურ გოლს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „კვარას“ შეუძლია, სრულყოფილებამდე დაიხვეწოს. „კვარა“ მნიშვნელოვანი მ...

კვარაცხელია

1716014859

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ევროპაში შიდა პრობლემებია - იქაც სერიოზული ზეწოლაა, რის გამოც საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესებისათვის სერიოზული ბრძოლა უწევთ ქვეყნებს

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროპაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა - არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ არ მოექცნენ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ....

პოლიტიკოსები

1716013865

ახალი ამბები

გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის დროებით, სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა

,,21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება," – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გ...

ზოგადი