„მინდა ჩემი ღირებულებების ევროპა, თუ მიმიღებ, უნდა მიმიღო ღირსებით და პატივით, არა სირცხვილით, დამცირებით და მითითებებით - ასე ვიყავით კომუნისტების დროს, რასაც იტყოდა მოსკოვი, ის იყო ყველასთვის საქმე“ - მამა შალვა კეკელია

„ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება პირდაპირ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ. წარმოიდგინეთ, ამას გვეუბნებიან და ქრისტიანი ადამიანი ამ მხარეს შეიძლება დადგეს“, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას ისაუბრა. 

მისი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში მიღება უნდა მოხდეს ქვეყნის ღირებულებების გათვალისწინებით, ღირსებით და პატივით, ეს პროცესი არ უნდა დაემსგავსოს კომუნისტების დროს, როდესაც მოსკოვიდან მიღებული მითითებები უსიტყვოდ სრულდებოდა. ქადაგებისას ხაზი გაესვა იმასაც, რომ თავისუფლება, რომლის მოსაპოვებლად წინაპრებს ყოველთვის ბრძოლა უწევდათ, უპირატესია და ქართული საზოგადოება არავის მონა არ უნდა იყოს.

„ყველაზე მეტად იცი რა მაკვირვებს? ქრისტიანი ადამიანის აზროვნება მაკვირვებს ყველაზე მეტად, სხვა ადამიანებზე არ ვლაპარაკობ. ადამიანებს, რომლებსაც ქრისტიანობა არ აქვთ, ქრისტიანული მორალი არ იცის, ქრისტე რომ არ იცის, მაგ ადამიანებს არ ვეხები, მაგრამ მორწმუნე, ეკლესიაში მოსულ ადამიანზე ვსაუბრობ. ვინც ეკლესიაში დადის, აღსარებას აბარებს, ეზიარება და ვინც იცის დიდი პარასკევის და ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა - ამათ გან რა მაკვირვებს იცი? ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება, რომ პირდაპირ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ - წარმოიდგინეთ, ამას გვეუბნებიან და ქრისტიანი ადამიანი ამ მხარეს შეიძლება დადგეს. ბევრჯერ მითქვამს და დღესაც უნდა გავიმეორო: ჩემთვის, თავისუფლებაზე დიდი უპირატესობა არ არის, იმიტომ რომ ღმერთმა მომცა მე ეს თავისუფლება, მე არ მინდა არავის მონა ვიყო, მე მინდა ერთადერთი, ქრისტეს მეგობარი ვიყო. მონობა და ადამიანი როდესაც თავისუფლებაზე ლაპარაკობს და პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა, გათავდა, მე არ განვიხილავ ამას, თუ ევროპამ თქვა, ჩემთვის მიუღებელია.

ევროპის ყველაზე მაგარმა ქვეყანამ, ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის - საბერძნეთმა, მიიღო რამდენიმე თვის წინ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ათონის მთა აქვთ, წარმოიდგინეთ, ყველა ნაბიჯზე ეკლესია დგას, მაგრამ ამ ქვეყანამაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა. ვისაც ევროპა უნდა და ერთ-ერთი ვარ მეც, ვისაც მართლა ეს ევროპა და ეს სიხარული უნდა, მაგრამ როგორი ევროპა მინდა იცი? მინდა წმინდა, სუფთა ევროპა, ჩემი ღირებულებების ევროპა. ჩემმა წინაპრებმა სისხლი ღვარეს ქრისტეს ერთგულებისთვის, ჩვენ ქრისტეს ერთგული მხედრები ვიყავით სულ და თუ მიმიღებ, უნდა მიმიღო ღირსებით და პატივით, არა სირცხვილით, დამცირებით და მითითებებით - გეტყვიან რამეს და უნდა დაიჯერო. ასე ვიყავით სულ კომუნისტების დროს, რასაც იტყოდა მოსკოვი, ის იყო ყველასთვის საქმე და ასე იყო, პარტიამ თქვა - არ მაინტერესებს, მე არ წავიკითხავ. პარტიამ ხომ თქვა ცუდია? - ცუდია, ევროკავშირმა თქვა ცუდია - ცუდია, ამერიკამ თქვა ცუდია - ცუდია, რუსეთმა თქვა ცუდია - ცუდია. რას ნიშნავს ასეთი დამოკიდებულება? ამას რომ ვუყურებ, სულ ვგიჟდები.

ჩვენი წინაპრები, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ, ქართველი ერი, სულ სისხლს ვღვრიდით, ამ თავისუფლების გამო სულ ვიბრძოდით. წარმოიდგინეთ, ადამიანები გვიქციეს გმირებად, რომლებსაც საკუთარი დედა და მამა არ უყვარს. პატარა ბიჭი, რომელიც ციხიდან გამოვიდა, ახალი გამოსული ხარ ციხიდან, საკუთარ დედას და მამას ხელი კრა, გააგდო, თავი დამანებეო. ეს ახალგაზრდა ბიჭი სულ ტელევიზორშია და გმირია, წარმოიდგინეთ.“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715234102

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. „გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართ...

პოლიტიკოსები

1715232473

ახალი ამბები

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა.    1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დ...

ზოგადი

1715201374

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა მასტერლიგის ევროპის ჩემპიონატი თურქეთთან გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მასტერლიგის (მინი ფეხბურთი) ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი თურქეთთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ტურნ...

ნაკრებინაკრები

1715199760

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოე...

მავთულხლართები

1715198650

ჰოროსკოპი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოვლენებით მდიდარი და აქტიური დღეა. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. გამონახეთ დრო საყვარელ...

ზოგადი