„პრეტენზია არ გიჩნდებათ, სხვა ყველგან თუ შეიძლება უცხო გავლენების კონტროლი, საქართველოში რატომ გაპროტესტებინებენ?“ - ზურაბ ქადაგიძე
„ჩაგძახეს, მიგითითეს, დაგქოქეს და „მიგაქსიეს” სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ კი უაპელაციოდ მზად ხართ, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაშალოთ?", - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძე გამოეხმაურა კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ" კანონპროექტი იქნება წარდგენილი.
ზურაბ ქადაგიძის შეფასებით, საქართველოში არა მხოლოდ წაკითხულის გააზრებას, არამედ რეალობის აღქმის პრობლემაც არსებობს.
„ვინც წაუკითხავ ქართულ კანონპროექტს აპროტესტებთ, იმათთან მაქვს ერთი კითხვა: კრემლის გავლენებმა კანადაშიც შეაღწია თუ როგორაა საქმე?! - იოტისოდენა ღირსების გრძნობის და თავმოყვარეობის ამბავია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გეუბნება - გაპროტესტებინებენ ისეთ რამეს, რაც მათთვის ნებადართულია! ანუ ჩაგძახეს, მიგითითეს, დაგქოქეს და “მიგაქსიეს” სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ კი უაპელაციოდ მზად ხართ, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაშალოთ?! წაკითხულის გააზრებას აღარავინ ჩივის, რეალობის აღქმის პრობლემებთან გვაქვს უკვე საქმე.
ვერა ხედავთ, რომ სხვის ხელში სათამაშოდ გაქციეს? რა ვიცი, ყველაზე თავისუფლები და დამოუკიდებლები ვართ გადაწყვეტილებებშიო და ფაქტი წინააღმდეგს მოწმობს - ერთი პრეტენზია არ გიჩნდებათ, რომ სხვა ყველგან თუ შეიძლება არადეკლარირებული ფინანსებისა და უცხო გავლენების კონტროლი, საქართველოში რატომ გაპროტესტებინებენ?!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.
1716126771
სოციალური მედია„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს
მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...
1716113931
ახალი ამბები„პრეზიდენტის ვეტო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციის არცოდნის და უპატივცემულობის მორიგი დასტურია“ - დავით ჩიხელიძე
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადების საკითხს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გამოეხმაურა და თ...
1716111377
მსოფლიოესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა
ესპანეთში ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტო infovaticana.com აქვეყნებს. სტატიაში ვხვდებით ილუსტრაციებს პატარა იესოს გამოსახულებით, რომელსაც ხელში ლგ...
1716109113
ახალი ამბებიგიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა
საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავ...
1716105573
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს
„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს“, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „დიალოგის მომხრე არ არის...