"რომ არ მოუწამლავს ქართულ ხელისუფლებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მოუწამლავთ" - გიული ალასანია უცხოურ მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, უცხოურ მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და მას არ გაცნობია. გიული ალასანიას თქმით, დღეს ტექნოლოგიები იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია სწრაფად გავრცელდეს მსოფლიოში, შესაბამისად, ეს ფაქტი გასაკვირი არ არის. როგორც გიული ალასანია ამბობს, კომპანია "გლობალ ფოინთთან" თანამშრომლობა ახლახანს დაიწყო.

"სტატიას არ გავცნობივარ, ეს ემსახურება, მე ვფიქრობ, ინფორმაციის გავრცელებას. საერთოდ, დღეს ტექნიკური საშუალებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ის, რაც ხდება ჩვენთან, ცნობილია მომენტალურად ავსტრალიაში, ბანგლადეშში და საერთოდ მთელს მსოფლიოში. არ არის ეს გასაკვირი. რომ არ მოუწამლავს ქართულ ხელისუფლებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მოუწამლავთ," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, სტატიაში ყველაფერი სწორი ინფორმაციის საფუძველზე წერია.

"ამ სტატიის ღირებულებაზე მისი შინაარსიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ და ამ სტატიაში არაფერი წერია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე. ის, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ეს სხვადასხვა ანგარიშებში ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის განცხადებებშიც არის აღნიშნული, ეს თემა განხილულია ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს რეზოლუციებში, ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში. ეს თემა იქნება საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ცნობისთვის, გიული ალასანიას მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებულმა პიარ-კომპანიამ უცხოურ მედიაში სტატიების გამოქვეყნება დაიწყო. პიარ კამპანიის მიზანი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა. "ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნის დროს აწამეს და მოწამლეს -" ამ სათაურით ვრცელ სტატიას "პიარ ნიუს ვაიარი" აქვეყნებს. გამოცემა სააკაშვილის დედის მიერ დაქირავებულ "გლობალ ფოინთ ინტერნეიშელის" ინფორმაციებს ეყრდნობა და წერს, რომ წამყვანი სამედიცინო ექსპერტები აშშ-დან და საქართველოდან ადასტურებენ ადამიანის უფლებების დარღვევას, წამებას, მოწამვლას და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებას. სტატიაში საუბარია სააკაშვილის მძიმე მეტალით მოწამვლის შესახებ. შეკვეთილ სტატიაში სააკაშვილის მიერ დაქირავებული იურიდიული ჯგუფი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტს პატიმრობის გადავადება და მკურნალობა სასწრაფოდ ესაჭიროება.

"გლობალ პოინთთან" გიული ალასანიას მიერ გაფორმებული კონტრაქტი "კურიერმა" გუშინ გაასაჯაროვა. კონტრაქტის ღირებულება 30 ითასი დოლარია, თანხას ემატება სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება, რომელიც 400-ს დოლარამდეა, ასევე საადვოკატო ჰონორარი და სხვა ხარჯები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 VIDEO:დამ ძმა 34 წლის შემდეგ იპოვა - თამუნა მუსერიძე ემოციურ ვიდეოს და ამბავს ავრცელებს

🔵"დედას გეფიცებით, ვკანკალებ..." - ბიჭმა, რომელიც საზოგადოებამ ერთი წლის წინ კეთილი საქმით გაიცნო, კვლავ დიდი თანხა იპოვა და პატრონს დაუბრუნა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716144785

სოციალური მედია

„ამ საოცარ ბიჭზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს ცუდად, თუ მართლა ბოროტი არ ხარ“ - რას წერს ნინო ნადირაძე?

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ქართველი წარმატებული ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ იგი საოცარი ბიჭია.  „აი ამ საოცარ ბიჭზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს...

ნინო ნადირაძე

1716142069

სოციალური მედია

„ბედნიერებაა ასეთი ოჯახის ყურება“ - კახა კალაძე 17 მაისის კადრებს აქვეყნებს

17 მაისს, საქართველოში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. კახი კალაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან და ოთხივე შვილთან ერთად იმყოფებოდა. ცოტა ხ...

კახა კალაძე

1716138363

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. შეგახსენებთ, ირანის შინ...

 აიათოლა ალი ხამენეი

1716137334

ჰოროსკოპი

„კარგია დროა ფინანსურ საკითხებთან და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის“ - 20-26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

„20-26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. როგორც იგი წერს, მომდევნო კვირა დატვირთული იქნება ასტროლოგიური...

ჰოროსკოპი

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია