სააპელაციო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა.
მცხეთის ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება.
19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
საფრთხის თავიდან ასარიდებლად, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ, თუმცა ბრალდებულები დაედევნენ და კვლავ ცდილობდნენ მათზე ძალადობას.
მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილმა და მასთან მყოფმა პირებმა ისევ დააპირეს თბილისის მიმართულებით წასვლა, ბრალდებულები, ამჯერად მეორედ დაესხნენ მათ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდნენ ფიზიკურ ძალადობასაც.
ამის გამო, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ისევ გაიქცნენ და არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალნენ.
აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულებმა დამალული ერთ-ერთ დაზარალებული იპოვეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩებით სამი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა), ერთი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ სამ პირს საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით, ხოლო ერთს - 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ორი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). მათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები და მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში სასამართლომ 5 პირი დამნაშავედ ცნო. სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა,ხოლო 2 პირს, როგორც არასრულწლოვნებს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
აღნიშნული განაჩენი, ასევე უცვლელად დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
2020 წლის 19 ივნისს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მისი ცხედარი მდინარე არაგვში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1757698452
ახალი ამბებიკახა კალაძე: ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემს მიმართ აქვთ, რადგან მათ წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული
„ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა, კახა...
1757696505
ახალი ამბები„ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“ - თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯ...
1757694265
ახალი ამბები„სკოლის ანგარიშიდან 2 161 806 52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო“ - დაკავებულია სკოლის ბუღალტერი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს...
1757692009
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...
1757689070
საზოგადოებანათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...