სამეგრელოში, 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 28 წლის ბიძა დააკავეს - დაკავებული ბრალს არ აღიარებს

სამეგრელოში 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ძმა და თავად ბავშვის მამა ამბობს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ისტორიის მოგონებაში დედას ადანაშაულებს.

ჩემს შვილს არანაირი დაზიანება არ აქვს. დაკითხვა არ მომხდარა ჩემი, უბრალოდ მითხრეს ამბავი და ვსო", - ამბობს ბავშვის მამა.

ინფორმაციას უარყოფს ასევე დაკავებულის მეორე ძმაც.

"ველოდებით ექსპერტიზას. ვიცი, რომ ჩემს ძმას ტყუილს უგონებენ",- ამბობს ძმა.

ბავშვის დედას პროვოკაციაში ადანაშაულებენ ასევე დაკავებულის სხვა ოჯახის წევრებიც და ამბობენ, რომ ქალი ადრე დედამთილს და მამამთილს ცემაში ადანაშაულებდა.

28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის  ბრალდებით არის დაკავებული.

მეორე კლასელი გოგონა ამტკიცებს, რომ მასზე ბიძა სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოზარდს გაჩუმების სანაცვლოდ  აშანტაჟებდა.

ამბავი კი მას შემდეგ გასკდა, რაც სკოლის მოსწავლემ სექსუალური ძალადობის შესახებ ყველაფერი დედას მოუყვა.

28 წლის კაცი ახლა ციხეშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება .

დაკავებული კაცი ბრალს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ბოდბეში ქმრის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ქალი დღეს დილით გარდაიცვალა

🔵"ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, დაახლოებით, 1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია"

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715008611

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაც...

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს

1715001492

მსოფლიო

როგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...

წვიმააა

1714995850

სოციალური მედია

რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...

ნუცა

1714995762

სოციალური მედია

თაკო ნაცვლიშვილი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

წარმატებული ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ყოველდღიურ სიახლეებს. ამჯერად თაკო ოჯახური ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც დედასთან, ნინა ცქიტიშვილთან და...

თაკო ნაცვლიშვილი

1714995551

ახალი ამბები

გურამ გვასალია და ამერიკელი რეპერი doja cat ერთად გამოჩნდნენ

ქართველი დიზაინერი გურამ გვასალია „ინსტაგრამზე“ უახლეს, პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ამერიკელ რეპერ doja cat-თან ერთად ვხედავთ. მათ ერთად გამოჩენას, საზოგადოებისგან დიდი ინტერესი და უამრავი კითხვ...

გურამ გვასალია