"ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, დაახლოებით, 1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია"

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალ ინფორმაციას ავრცელებს ბიჭზე, რომელიც ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობაშია ბრალდებული.

“ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, დაახლოებით, 1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია.

მაგ დროს ვინც არ გამოიძახა პოლიცია და თვალი დახუჭა მკვლელობაზე, გაწირა ბიჭიც.
ვინმეს რომ ემოქმედა, როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რის შემდეგაც აღსრულდებოდა კანონი და პასუხისგებაში მისცემდნენ ჩადენილზე, ბიჭიც გადარჩებოდა.

ეს ძველბიჭური მენტალიტეტი როდის გადაშენდება და სახელმწიფო როდის გვეღირსება ამ დამპალი “ბაბულიკური გაგებების” გარეშე, რომელიც ასეა ფესვგამდგარი ყველგან, მათ შორის, თავად საზოგადოებაში!”, – წერს ჯანაშია.

ცნობისთვის, ურთიერთშელაპარაკებისას ზუგდიდში 15 წლის ბიჭი დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია არასრულწლოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"დამადგა დაცვის თანამშრომელი და დამაბრალა, რომ დანა მოვიპარე... ჩემი ფეხი აღარ იქნება თქვენს მაღაზიაში"- რას ჰყვება ოთო ნემსაძე

🔵რა გელოდება დღეს? - 23 ნოემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716062964

საზოგადოება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. კიშინეუში დაგეგმილ შეჯიბრებაში, მასპინძელი მოლდოვისა და საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქ...

 სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები

1716056872

მსოფლიო

წყალდიდობა ავღანეთში - დაღუპულია მინიმუმ 68 ადამიანი

 უჩვეუოდ ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა ავღანეთში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News  თალიბანის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გა...

ააა

1716053547

მსოფლიო

სიახლე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, როგერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რობერტ ფიცოს დღეს კიდევ ერთი, 2-საა...

რობერტ ფიცო

1716048533

საზოგადოება

„დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“ - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე

„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის...

პოლიტიკოსები