შალვა პაპუაშვილი: „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებენ თავის ფინანსებს და არიან დამფინანსებლები იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ

„სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სამწუხარო მიდგომა. როდესაც ვხედავთ, რომ კანადაში ინიციირება {კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ“} ხდება - სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? ევროკავშირში მოხდა ინიციირება დირექტივის - სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? აი განხილვაზე პანიკა არის კანადაში? არ არის და რატომ არის პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოური აქტორის მხრიდან საქართველოში?,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ გარე აქტორების ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქმე ეხება ევროკავშირის და აშშ-ს იმ თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში და რომლითაც ფინანსდებიან ის პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ.

„ერთადერთი მიზანი არის ის, რომ აქ ინტერესია თავად აქტორებისა, ვინაიდან საქმე ეხება ევროკავშირის თანხებს, აშშ-ს თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში, რაც მე არაერთხელ მითქვამს მათთვისაც და ამაზე ვთანხმდებით სხვათა შორის ჩვენ პარტნიორებთან, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებენ თავის ფინანსებს და მალავენ, ამაზე ვთანხმდებით, არავინ ამას არ უარყოფს, რომ ეს არის დაფარული თანხები და აქ მეორე კითხვა წარმოიშობა - რა ტიპის ორგანიზაცია არის ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყანაში ფარულად ხარჯავს ფულს. არ ვიცი რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს, რაც უკვე სხვა კითხვებს აღძრავს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, შემდეგ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ ეს ორგანიზაციები არიან დამფინანსებლები პარტიებისა, მათ შორის იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ და თუკი დავაკვირდებით, ვინ არიან ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები, პარლამენტის თავდასხმის ორგანიზატორები ვინ არიან, ვინ მოუწოდებდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას, რომ პიკეტირება მომხდარიყო პარლამენტის და ამით ძალადობისკენ უბიძგა აქციის წევრებს, სხვადასხვა გადაადგილება კანცელარიასთან და ა.შ. რითაც უბიძგეს ასევე ძალადობისკენ აქციის წევრებს, თუკი ვნახავთ ორგანიზატორებს და ვინ არიან ამისი ინსპირატორები ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ ხოლმე კვალს ზუსტად ამ ორი ფონდის „ევროპის დემოკრატიის ფონდისა“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე

1716121772

ახალი ამბები

სენაკში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს - დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისბრალდ...

აა