"სურსათის ფასებთან დაკავშირებით მომზადდება ევროდირექტივის შესაბამისი კანონპროექტი" - პრემიერის თქმით მთავრობა პროდუქტებზე, ფასების დარეგულირებას გეგმავს
"ეკონომიკის სამინისტრო სურსათის ფასებთან დაკავშირებით მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს და რეგულაციები საქართველოშიც დაწესდება.
„სურსათის ფასებთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა. აქტიურად იყვნენ ჩართული ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ამ პროცესში მთლიანად ჩართულია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა როგორც იმპორტიორებთან, ასევე დიდ ქსელებთან, ე.წ. რითეილის მფლობელებთან. სურათი რომელიც გამოიკვეთა, არის შემდეგი – გამოდის, რომ ფასნამატი არის 70-80 პროცენტით, ზოგ შემთხვევებში, გაზრდილია 100 პროცენტით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი.
ჩვენ მოვისმინეთ იმპორტიორების განმარტებები, რომ აქედან, 70-80-%-დან მათი მოგება არ არის, არამედ ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ე.წ. რითეილის, ანუ ამ დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომლებიც მათ მიერ არის განსაზღვრული. სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული, ლეგიტიმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული, ევროპაში ასეთი წესები არ მოქმედებს. ეს საკითხები დარეგულირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, ზოგადად, მთელ დასავლურ სამყაროში. ამიტომ, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმპორტიორებთან, ასევე დიდი ქსელების წარმომადგენლებთან. პარალელურად, წარვუდგენთ კანონპროექტს პარლამენტს და მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, რათა ეს ევროდირექტივა და რეგულაციები ჩვენც შემოვიღოთ. სხვანაირად, უბრალოდ, ჩვენი მხრიდან უხეში იქნება, განვახორციელოთ ხელოვნური ჩარევები. ამიტომ გამოვნახეთ გზა, რომ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ. ამით, რეალურად, სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე ე.წ. რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არ იყიდებოდეს მაღალი მარჟებით, რადგან ეს ხალხზე აისახება.
„ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები, და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული – ამ წლის განმავლობაში დაახლოებით 5%. საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე აისახება ჩვენი ხალხის ჯიბესა და მათ შემოსავლებზე. ამ საკითხზე ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ. მთავრობა მალე გაუგზავნის კანონპროექტს პარლამენტს და იმედია, ძალიან მალე მივიღებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გამოსავალი არ ჩანს. არ გვინდა, ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის. მინდა, გაცნობოთ, როგორც წამლების შემთხვევაში დავარეგულირეთ და ფასები ჩამოვწიეთ, ასეთივე ევრორეგულაციისა და ევროდირექტივების შემოღება გადავწყვიტეთ. იმედი მაქვს, ფასები ძალიან მალე დაიწყებს შემცირებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792260769
მსოფლიო„ჰუსიტებმა“ 159 პროსამთავრობო მებრძოლი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ მთავრობის მომხრე 159 მებრძოლის გაათავისუფლეს. პატიმრები ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც გასულ თვეში, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შედეგად ტერიტორიების მნიშვნელოვა...
1792258977
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამ...
1792258305
ახალი ამბებიზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია!
ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქ...
1792257947
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ხაშ...
1792256436
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად
„ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერ პირ...































