თბილისში უმძიმეს ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა - მისი სამი მეგობარი კი საავადმყოფოშია

თბილისში, ლილო არენასთან ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილი 17 წლის მარიამ ბადალაშვილია.
გოგოს დეიდა, მარიამ თოღუზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და ავარიის დეტალებზე წერს, თუ რა მოხდა სინამდვილეში:
,,აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი... მარიამ ბადალაშვილი, ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზე ხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზე ხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე.
ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით. ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრაფტაობდა.
გრცხვენოდეთ!!!! არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ. სწორედ, ფესტივალიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი...", - წერს გოგოს დეიდა სოციალურ ქსელში.
ასევე საინტერესოა:
🔵 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები
1680105600
ახალი ამბებიპრეზიდენტი - ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს
ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენ...
1680103800
ბიზნესირამდენად შეიძენთ ევროს, დოლარს და თურქულ ლირას 30 მარტს
29 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და კურსის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინ...
1680102000
ემიგრაცია“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა
“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნინო სიბოშვილმა, ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა. სიახლის შესახებ ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისთვის გაზეთის დაფუძნება...
1680100200
საზოგადოებაNGO: სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან
მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. "რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მ...
1680098400
ემიგრაციაგერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს - საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა
გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით,...