24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი. რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
არც თუ ისე ოპტიმისტური დღეა. ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, თქვენს უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას იწვევს. უკმაყოფილება ხანმოკლე იქნება და წუწუნის ფარგლებს არ გასცდება. ამ დღისთვის თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ. თქვენი პასიურობა და გაურკვევლობა ნებისმიერ საქმეს დააბრკოლებს.
კურო
დილიდან მოწყენილობა და სევდიანი ფიქრები გელით. თუ გუშინ რაიმე საქმის დასრულება ვერ შეძელით, დღეს მით უმეტეს, ამის იმედი არ უნდა გქონდეთ. სრულ უიმედობას და ენთუზიაზმის არარსებობას განიცდით, ამიტომ, თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სამომავლოდ გადადეთ.
ტყუპები
ტყუპების ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება. მიმდინარე საქმეებს მშვიდად და ზედმეტი აურზაურის გარეშე დაასრულებთ. ამჟამად სარისკო მოქმედებებისკენ განწყობილი არ ხართ და სიფრთხილეს არჩევთ. დიახ, ამ დღეს მნიშვნელოვან მიღწევებს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ არც რამე უსიამოვნება გელოდებათ.
კირჩხიბი
დილიდან თავს მოწყენილად გრძნობთ და საინტერესო გასართობის პოვნაზე ფიქრობთ. საეჭვოა, ამის გაკეთება მოახერხოთ, რადგან გარშემო მყოფებიდან ინიციატივის ხელში აღებას და თქვენი პასიური მდგომარეობიდან გამოყვანას არავინ ცდილობს. ნუ იდარდებთ, ზოგჯერ მოწყენილობაც სასარგებლოა.
ლომი
თითქმის ყველა ნაცნობს კონსერვატიულ აზროვნებასა და რეტროგრადობას საყვედურობთ. განსაკუთრებით გაღიზიანებთ, რომ ვიღაც თქვენს აზრებსა და იდეებს არ ეთანხმება. ასეთ საქციელს, სიჯიუტის გარდა, ვერაფრით ხსნით და მიზნისკენ მარტო, ჯიუტად სვლას აგრძელებთ.
ქალწული
ამ დღეს ქალწულს საკუთარი მიზნებისთვის ვერავინ გამოიყენებს - იმიტომ არა, რომ ის წინააღმდეგია, უბრალოდ, იმდენს იფიქრებს და იყოყმანებს, რომ მოთმინება არავის ეყოფა.
ასე რომ, დიდი ალბათობით, მთელ დღეს ფიქრსა და ყოყმანში გაატარებთ, რაც თქვენს პროფესიულ მიღწევებზეც აისახება.
სასწორი
ამ დღეს ყველაზე მეტად რაღაცის შეცვლის აუცილებლობა გაღიზიანებთ. თქვენი აზრით, ცხოვრებაში ან ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება სასწორისთვის არაგონივრული, ალოგიკური და ზოგადად უსარგებლოა. ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც თქვენს მოქმედებებსაც ეტყობა.
მორიელი
ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. ყველაზე რთულ და დახლართულ საქმეებსაც კი მარტივად უმკლავდებით, ამასთან, ბედი სოციალური სტატუსის განმტკიცების შესანიშნავ შანსს შემოგთავაზებთ. იღბალი რომ არ დააფრთხოთ, ეცადეთ, ყოველგვარ ექსტრავაგანტურობას მოერიდოთ.
მშვილდოსანი
დღეს ახალი ნაცნობობისთვის განწყობილი არ ხართ და საერთოდ, ყველაფერ ახალს დიდი სიფრთხილით ეკიდებით. თუ ამ დღეს ნაცნობობა მაინც შედგა, ის განსაკუთრებით ძლიერი და ხანგრძლივი იქნება. ახალი მეგობარი შეიძლება მშვილდოსნისთვის მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი გახდეს.
თხის რქა
ისეთი სასარგებლო თვისება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, თქვენს ინტელექტს განსაკუთრებით ამშვენებს. ამ დღეს სისულელეების კეთების ალბათობა მინიმალურია, თანაც შანსი გაქვთ, რომ ნებისმიერი პრობლემა საუკეთესოდ გადაჭრათ. ეცადეთ, ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. გახსოვდეთ, რომ უმოკლესი გზა ის არის, რომელიც კარგად იცით.
მერწყული
ამ დღეს მერწყულისთვის ფულის თხოვნა არ გაბედოთ - არ მოგცემთ, თან გაგიბრაზდებათ! ან ისეთი პირობით მოგცემთ, რომ აღებაც არ მოგინდებათ. ზოგადად, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში მერწყული უკან დახევას ან დათმობაზე წასვლას არ გეგმავს. ის არც საკუთარ თავს მისცემს ფულის უსარგებლოდ ხარჯვის უფლებას და ყველა მიმართულებით გონივრულ თავშეკავებას გამოიჩენს.
თევზები
მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, სიფრთხილე სჯობს თუ პრინციპული მოქმედება? თუ ამდენს იფიქრებთ, შეიძლება ძვირფასი დრო დაკარგოთ. თანაც, პასუხი ცხადია - შეეცადეთ, რომ ეს ორი თვისება დააკავშიროთ. ზოგადად, ამ დღეს თევზის წარმატების ფორმულა ასეთია - „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“.
ასევე საინტერესოა:
🔵 რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...