"უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, რაც არის ჩვენთვის ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მათ ახლობლებს, ნათესავებს.
აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი.
უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, რაც არის ჩვენთვის ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.
კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით.
ჩართული იყვნენ უშუალოდ საელჩოები, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს.
ხარჯებს სრულად ფარავს ხელისუფლება და ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიებზე ომებში, იქნებოდა ეს აგვისტოს ომი, მანამდე აფხაზეთის, თუ სამაჩაბლოს ომი, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული.
კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794331413
ახალი ამბებისაქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ და თუ...
1794329164
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს
„ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი...
1794328054
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს - ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა...
1794325945
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...
1794325582
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...





























