„ამ დაკარგულ გოგოზე რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელეს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია“ - ემიგრანტის შოკის მომგვრელი წერილი

ემიგრანტი, საფრანგეთში მცხოვრები სოფია ბასილაშვილი შოკის მომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს მის მეგობარს, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და რომელიც თურქეთში არ დაუდასტურდა, ადამიანებმა ვინც ფული შეუგროვა სამკურნალოდ,  გოგოს კარგად ყოფნა არ აპატიესო.

„ჩემს მეგობარს სახელს და გვარს არ დავასახელებ საქართველოში დაუდგინდა მეოთხე სტადია სიმსივნე...

მე პირადად ექიმს რომ ვაჩვენე მისი დასკვნები მითხრა 3-4თვეზე მეტი ვერ იცოცხლებსო…

ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდი და არამარტო მე ყველა...

მოკლედ ავკრიფეთ ფული ყველას ვთხოვეთ დახმარება გავუშვით ეს გოგო თურქეთში და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

იმკურნალა ბევრიც იწვალა მაგრამ როგორც საქართველოში გადადეს გოგო სასიკვდილოდ ეგეთი არაფერი ჰქონია...

მაგრამ როცა ხალხმა გაიგო ეს ამბავი რა მოხდა? არ აპატიეს გადარჩენა და არ აპატიეს კარგი ამბავი...

ყველაფერი თქვეს რაც კი შეიძლებოდა ენიდან ამოსულიყო...

გოგო იმ დონეზე მიიყვანეს ისიც კი თქვა მერჩივნა მომკვდარიყავიო..

რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი.. ამ დაკარგულ გოგოზე რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელეს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია.

იმიტომ რომ გადარჩა და ვაი და ვუის ვერ დაწერენ...

საშინელებებს წერენ და ფიქრობენ ასეთი არაფერი მინახავს...

რამ გადაგრიათ ხალხნო, საიდან გაქვთ ამხელა ფანტაზიები...

სხვისი ოჯახის საქმე თქვენ უფრო კარგად როგორ იცით?

სხვისი სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თქვენ როგორ იცით?

ამდენი მოსამართლე და გამომძიებელი ყველა როგორ ხართ???

ეს გოგო აზრზე რომ მოვა შეიძლება ამასაც ანატრებიოთ სიკვდილი...“, - წერს ემიგრანტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია - ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ემიგრანტი იპოვეს

🔵 რა წერია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც პარლამენტს „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება

🔵 თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795538326

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და მეგობრობა მნიშვნელოვანია რეგიონის კონტექსტშიც, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს სამხრეთ კავკასიის პოტენციალის სრულად ათვისებას

„დღეს შუა დერეფნის განვითარება არის ის გეოპოლიტიკური საჭიროება, რომელიც რეგიონში არსებობს, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს ათწლეულების განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებული, კარგ გამოცდილებაზე დაფუძნებული...

მაკა ბოჭორიშვილი

1795538284

ახალი ამბები

თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღი...

თბილისის სატელევიზიო ანძა

1795536184

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლი იმ უფროსების მხრიდან, რომლებიც პროცესს მართავდნენ

„ადამიანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შემდეგ მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებაზე, აქ ყველაფერი გასაგებია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროცესი“, - განაცხადა კულტურის კომიტეტ...

გიორგი გაბუნია

1795534085

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ახალ შესაძლებლობლებს ხსნის

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, ასევე შევხვდები პრემიერ-მინისტრს, დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან, მეგობართან მქონდა შესაძლებლობა, სიღრ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795531471

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები

„მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები, მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა, იდგმება ნაბიჯები იმისათვის,...

თამარ იოსელიანი