„ბადანტეს“ შრომითი ანაზღაურება კატეგორიების მიხედვით
იტალიაში, შინა მოსამსახურის კატეგორია რამდენიმე ნაწილად იყოფა. დღეს მინდა გაგაცნოთ „BADANTE“-ს, ანუ მოხუცის მომვლელის კატეგორიები და მისი უფლებები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალებოებისა, ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია უშუალოდ მოლაპარაკების საგანი, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დგება.
მათ, ვისი აუცილებლობაც მოითხოვს მომვლელის აყვანას, შეუძლია შეარჩიონ კონტრაქტი სრული განაკვეთით, მაქსიმუმ 54 საათი კვირაში. აქედან მომვლელს უფლება აქვს დაისვენოს 2 საათამდე დღის განმავლობაში, რასაც საკუთარი თავის და პირადი საქმეებისთვის გამოიყენებს. ასევე დღეები, რომლებიც კალენდარში წითლად არის აღნიშნული (ფესტები), ავტომატურად თქვენი დასვენებაა, ხოლო მუშაობის შემთხვევაში უნდა იქნეს ანაზღაურებული დამსაქმებლის მიერ.
მოსამსახურეს საბუთის და კონტრაქტის არ ქონის მიუხედავად უნდა გადაუხადონ როგორც ხელფასი, ასევე მეცამეტე ხელფასი, შვებულება და სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში (ლიკვიდაციონე), ნამუშევარი თვეების რაოდენობა.
- Badante convivente livello BS - 1137,23 €. - 24 საათიანი მომვლელი BS კატეგორიის
რაც გულისხმობს კვირაში 30 სამუშაო საათს.
- Badante convivente livello CS - 1288,87 €. - 24 საათიანი მომვლელი CS კატეგორიის
ეს ის შემთხვევაა როცა მომვლელი იქ არ ცხოვრობს, მას ეძლევა საათობრივი ანაზღაურება იმის მიხედვით თუ რა საჭიროებების მქონე პირთან მუშაობს.
- Badante convivente livello DS - 1592,17 €. - 24 საათიანი მომვლელი DS კატეგორიის
შინა მოსამსახურის ამ კატეგორიის ხელფასი დგინდება სამუშაო საათების შესაბამისად, ასევე ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. მინიმუმ 9,36 €-იდან ზემოთ
„ბადანტეს“ შვებულების რაოდენობა შეადგენს 26 დღეს. შვებულების დღეები გამოყენებულ უნდა იქნეს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. ამ შემთხვევაში ხელფასის რაოდენობა უნდა შეადგენდეს, იმავეს რამდენსაც დამსაქმებელი გიხდით ხელფასის სახით. დამსაქმებელს არ ააქვს უფლება ორსულობის ან ავადმყოფობის შემთხვევაში განაცდური საათები ან დღეები, ჩაგითვალოთ როგორც დასვენების დღე. არასაპატიო მიზეზით სამსახურის 3 დღის გაცდენის შემთხვევაში, დამსაქმებელს უფლება აქვს მომსახურე სამსახურიდან დაითხოვოს.
სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში, მაშინაც კი თუ ერთი წელი არ არის გასული, მომვლელს უფლება აქვს მოითხოვოს ნამუშევარი თვეების მიხედვით განსაზღვრული შვებულება, მეცამეტე ხელფასი და „LIQUIDAZIONE“ (ნამუშევარი საათების დარიცხული პროცენტი). ასევე გაითვალისწინეთ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ლეგალურად ცხოვრობთ თუ არა მიმღებ ქვეყანაში, იტალიის შრომის კანონი გაძლევთ უფლებას, მოითხოვოთ კუთვნილი ანაზღაურება და კანონით გათვალისწინებული ყველა ფინანსური სარგებელი.
იცოდეთ თქვენი უფლებები! - ინფორმირებული ემიგრანტი ნიშნავს ინტეგრირებულ ემიგრანტს!
Exclusivetev.ge:
მედიატორი, ია ლალუაშვილი
იტალია/ნეაპოლი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 როგორ ცხოვრობთ და რისი უფლებები გაქვთ “Asilo“-ს დროებითი დოკუმენტით
1776429784
ახალი ამბებიგია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...
1776429729
საზოგადოებადავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის
„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომ...
1776429338
საზოგადოებაეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა...
1776428705
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...
1776428567
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...





























