„ჩავაღწიე პოლონეთში, სადაც ვითომ ახლობელი უნდა დამხვედროდა... მოტყუებული აღმოვჩნდი... ჩამოვჯექი ბორდიურზე და ამიტყდა ისტერიული ტირილი“ - ემიგრანტის მძიმე ისტორია

exclusivetv.ge-ს  უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც დაღლილი არიან საიდუმლო წარსულით და უნდათ  გათავისუფლდნენ და ის უმძიმესი ტკივილი ჩამოირეცხონ, რომელსაც წლები დაატარებენ. 

exclusivetv.ge-ს ამჯერად ნინო დაუკავშირდა კახეთიდან და მისი ემიგრაციაში ყოფნის დროს მომხდარი დაუჯერებელი ისტორია უამბო... მაგრამ ცრემლებს ვერ იკავებდა, შვილებს იფიცებდა, რომ ერთი სიტყვაც და ქმედებაც ტყუილი არ არის.

„მოკლედ ისტორია დაიწყო მადლობით იმ ბიჭების მიმართ, რომლებმაც წლები გაიტანა პოლონეთში, თან გაიცინა მეგრელებმა საოცარი გატანა იციან ერთმანეთის, ჩემიც და ბანკისაცო.

ჩავაღწიე პოლონეთში, სადაც ვითომ ახლობელი უნდა დამხვედროდა აეროპორტში და იქაც და სივრცეშიც მარტო და მოტყუებული აღმოვჩნდი, ჩამოვჯექი ბორდიურზე და ამიტყდა ისტერიული ტირილი.  არ ვამეტებ უცებ ჩემს გვერდით ვიღაც ტიპი ჩამოჯდა, საკმაოდ სიმპათიური, მოვლილი, და ასევე საკმაოდ შენარჩუნებული მოცლილი მეგრული აქცენტით, რა გატირებს ლამაზო და ეს „ლ“ იმდენად რბილი და თბილი აღმოჩნდა, კისერზე ჩამოვეკიდე და ერთი სიტყვა ძლივს ამოვღერღე მომატყუეს, (საოცარი კახური აქცენტით). 

აქ ყველა ერთმანეთს ვატყუებთ და მაგან შეგაშინა ლამაზო? გაიცინა გულიანად, ძალიან გამიგრძელდა ისტორია, მოკლედ დაიწყო კახელ - მეგრელის მეგობრობა. წამიყვანა ბინაში, სადაც 7 მამაკაცი ცხოვრობდა, ე.წ. „მომპარავების“ კასტა, ასე ეძახდნენ დაჯგუფებას და მე  გავხდი მათი გუნდის წევრი  მევალებოდა მათი მოვლა, დალაგება, კვება და იმ კეთილის საყვარლობა.

ეს ისტორია 6 წელი გაგრძელდა, ყველა თვის 15 რიცხვში იწყებოდა ფაციფუცი ნინოს ხელფასის დღე არისო, აგროვებდნენ 700 ევროს და ვუგზავნიდი ჩემს კაკლის ჩეროში წამოწოლილ ვირ ქმარს, არ მახსოვს ერთხელ მათგან შეურაცხყოფა, 6 ნოსას მეძახდა (მეგრულად რძალს ნიშნავს), თან მიაყოლებდნენ ჩვენი ნატურალნი ნინო ხარო, აქაც „ლ“ ზედმეტად რბილი იყო, რომელიც მათ ზედმეტ ხარჯს არიდებდა (არ მჭირდებოდა კოსმეტიკური ხარჯები), როგორც თვითონ იტყოდნენ.

მე მათგან ვისწავლე ადამიანობა, კაცობა და გატანა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

როგორ მენატრებიან, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მათ შესახებ, ერთ დღეს ძალიან შეშფოთებულნი მოვიდნენ, ე, ნატურალნი სვეშამი, დავიწვითო და ღამის 2 სთ-ზე დავტოვეთ ბინაც, ჩემი სამსახურიც, მეგობრობაც და ის სიკეთეც, რომელსაც ასე ვეძებ და ვერსად ვპოულობ.

მე უკვე წლებია კახეთში ვარ, ჩეროში ჩემს ქმართან ერთად, რომელიც მეგრელებმა გაიტანა 6 წელი შვილებიანად.

და თქვენ თუ გესმით ჩემი ხმა, მინდა ვიღრიალო და გითხრათ მიორთ ჯიმალებო და ჩემო დიდო სიყვარულო.

p.s მე არასოდეს მიღალატია ჩემი ოჯახისთვის, ჩემი სხეულისთვის, ჩემი ქვეყნისთვის.

ეს იყო საუკეთესო წლები, სადაც მე ვიყავი არა იმათი მოსამსახურე, არამედ მათი ნატურალნი ნინო, მადლობა ბიჭებო, მა მიორს სამარგალო და მარგალები“, - მოგვწერა ემიგრანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 რა გელოდება დღეს? - 26 სექტემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵 "ახლა როცა ბევრი რამ შეიცვალა, აღარც ჩემი ბებიაა აღარც თალიკო მამიდა, აღარც ვახტანგა და ნუნუიე, სოფელი იმ სოფელს აღარ ჰგავს" - ზურა შევარდნაძე

🔵 "რუსეთმა შესაძლოა, საზღვრები დღეს დაკეტოს" - რას წერს რუსული მედია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714237741

ახალი ამბები

„ევროპარლამენტმა „ენჯეოების“ წერილის საფუძველზე 2016 წელს მთავრობას რეკომენდაცია მისცა, პატრიარქისთვის საჯაროდ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება შეეზღუდა“ - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „დღის ქრონი...

ალექსანდრე გალდავა

1714235283

ახალი ამბები

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სულამანიძე ფინალურ ორთაბრძოლაში ინდივიდუალური ათლეტის სახელით მოასპარეზ...

ილია სულამანიძე

1714235040

სოციალური მედია

„გთხოვთ, დამეხმაროთ 2 გოგოს პოვნაში, რომლებიც წელს ამთავრებენ სკოლას და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის“ - ელისო ყეინიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ელისო ყეინიშვილი სტატუსს აქვეყნებს და ეძეს 2 გოგოს, რომლებიც სკოლას წელს ამთავრებენ და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის.  „ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, დამ...

 ელისო ყეინიშვილი

1714230963

ახალი ამბები

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბექაურმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იპონით დაამარცხა და საქართველო...

ძიუდოისტი ლაშა ბექაური

1714226420

სოციალური მედია

ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტელეწამყვანს მამა გარდაეცვალა.  „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებ...

ნანიკო ხაზარაძე