"ახლა როცა ბევრი რამ შეიცვალა, აღარც ჩემი ბებიაა აღარც თალიკო მამიდა, აღარც ვახტანგა და ნუნუიე, სოფელი იმ სოფელს აღარ ჰგავს" - ზურა შევარდნაძე

ფლორისტი, “გარდენიას” დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მორიგ საინტერესო ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი გვარის და თაობის ყველა სიყვარულით მამიდას ვეძახდით. ვისაც ბიცოლად, დეიდად, ბებიად მოერგებოდა ისინიც კი თალიკო მამიდა, თალიკო მამიდა, თალიკო მამიდა.. არ ვიცი რატომ იყო ასე.

თალიკო მამიდა ეშხიანი, ლამაზი ქალი იყო, ჩვენი ბებია ბაბუების ასაკის, მამაჩემის , ბიძაჩემების და ჩემი მამიდაც იყო. აზრიანი, გონიერი, უსაშველოდ მშრომელი და გამრჯე, ხშირად იყო ჩვენსას. ართმეტიკა და ანგარიში იცოდა. ისე დაუწერლად, საანგარიშო ჩოთქის გარეშეც სხარტად გამოთვლიდა თუ რამე იყო დასათვლელი და გასანაწილებელი. "არიქა თალიკო შენი ჭირიმე მუუთვალე, მუუანგარიშე" ეტყოდენ ჩემები და თალიკო მამიდაც გადანაბავდა თვალებს, უცებ ჩამოკაკლავდა ციფრებს.

თამამი ქალი იყო თალიკო მამიდა და ყველა ჩვენი ბებიებისგან განსხვავებული, თანამედროვე, მოწინავე აზრები ჰქონდა. ყველაფერს სხვანაირად, იოლად უყურებდა და უკვირდა მაგალითად ბებიაჩემი, დუდანა ან უმანკო ბებია თუ გაიკვირვებდენ: "რაფერ გაბედა და იკადრა ცა ვახტანგამ ნუნუიასან საქმის დაჭერა? ან მეზობელი არ იცის ან შინაური ან გარეული მაგ ოღრაშმა კაძახმა მაგან?" იყო ერთი ბჭობა და ამბავი ამაზე და ამისთანებზე. თალიკო მამიდა მორიდებით იკითხავდა: "რაქნას აბა, მაგიზა მსკოვში იაროს?" დატუქსავდენ თალიკოს და გააჩერებდენ არ ათქმევინებდენ ბოლომდე, არ ეთანმებოდენ.

თალიკო მამიდა დაჟინებით აგრძელებდა უკვე დაბალ ხმაზე: "კი მარა იმას თუ უნდა და ამასაც თუ უნდა შენ რაგინდა?"

ახლა ვფიქრობ რომ გულში ბებიაც ეთანხმებოდა მარა თალიკოს მაინც უბედურ დღეში აგდებდენ. "გაჩერდი თუ ქალი ხარ ნუ ჩივი აბდრულს", არ აცდიდენ აზრის გამოთქმას.

ახლა როცა ბევრი რამ შეიცვალა, აღარც ჩემი ბებიაა აღარც თალიკო მამიდა, აღარც ვახტანგა და ნუნუიე, სოფელი იმ სოფელს აღარ ჰგავს რომელზეც გიყვებით, ურთიერთობებიც გაიოლდა, ზოგჯერ მაინც გადავეყრები ადამიანს რომლესაც მეორე ორის ურთიერთობა არ მოსწონს, უკვირს და გამოხატავს კიდეც. სულ თალიკო მამიდა მახსენდება, ხან ვიტყვი და ხან ჩემდა გავივლებ გულში: "კი მარა იმას თუ უნდა და ამასაც თუ უნდა, შენ რა გინდა?"",-წერს, ზურა შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ გამყიდველები და კომფორმისტები, რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵"თუ ყველა წავიდა ამ ქვეყნიდან, ახალგაზრდები ვისაც ძალა და ღონე აქვს, ენერგია აქვს, იდეები აქვს მაშინ ვიღას ვუტოვებთ ჩვენს ქვეყანას?" - ნუგეშა გაგნიძე

🔵"საკუთარმა დედამ არ დაბადებულ ბავშვზე "როგორც კი მოევლინება სამყაროს, გავყიდით ან გავაშვილებთო"-ეს სიტყვები გაიმეტა მხოლოდ. მეშინოდა, რომ ჩემ შვილს მომპარავდნენ ან რამეს დაუშავებდნენ, როცა დაიბადებოდა" - ქეთა მაჭარაშვილის უმძიმესი ისტორია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714990157

სოციალური მედია

,,როცა ადამიანი ხარ, ძნელია სიკვდილის მოთმენა, ბეზრდებათ წოლა და საფლავიდან იპარებიან“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.  გიორგი კეკელიძე ხშირად გვიზიარებს წერილებს მისი ბავშვობიდან, ამჯერადაც იგი ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.  „მე...

აა

1714987458

სოციალური მედია

მაია ასათიანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

 ტელეწამყვანი მაია ასათიანი შვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოკოლაჟს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს. 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფო...

ასათიანი

1714984540

მსოფლიო

ბრაზილიაში წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. სტიქი...

ბრაზილიაა

1714984405

ახალი ამბები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბიჭი ემსხვერპლა

 5 მაისს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში ჯამში ოთხი ადამიანი გად...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714984122

მსოფლიო

იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჯარების გაგზავნას გამორიცხავს

 იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა გააკრიტიკა, რომ დასავლელი მოკავშირეები პოტენციურად შეძლებდნენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ მან Corriere della Sera...

კანონი