,,როცა ადამიანი ხარ, ძნელია სიკვდილის მოთმენა, ბეზრდებათ წოლა და საფლავიდან იპარებიან“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.  გიორგი კეკელიძე ხშირად გვიზიარებს წერილებს მისი ბავშვობიდან, ამჯერადაც იგი ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.

 „მე ზუსტად ვიცი, რომ მკვდრებს
წოლა ბეზრდებათ მალე -
როცა ადამიანი ხარ, ძნელია სიკვდილის მოთმენა.
ბეზრდებათ წოლა და საფლავიდან იპარებიან.
როცა ჩვენ მათთან მივდივართ,
ისინი, სადღაც დამალულები,
ზურგიდან გვიყურებენ
და ეღიმებათ.

მამიდაჩემი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ყოველ კვირა საღამოს, ბებიაჩემს მის სასაფლავთან რომ მივყვებოდი, დაღლილი მარმარილოები ჩამავალი მზის პასუხად უხერხულად ელავდნენ.

მარმარილოებს ღამე უყვართ. რატომღაც. ღამით ყველა სურათი ჭაღარავდება. ბავშვებიც კი. ეგ არის მარმალოზე დატანილი ფოტოს უცნაური თვისება.

ბებიაჩემი კი არასდროს უცდიდა ღამეს. მას ეკა შავი თმებით ერჩივნა. „ეკას კლასელებისგან“.

სახეზე უყურებდა და საფლავზე ბალახებს ისე თხრიდა, თითქოს კაბაზე ამოწეწილ ძაფებს აცლიდა. უკან რომ ვბრუნდებოდით, ვხედავდი ერთ ავ ქალს, უცნაური მზერა რომ ჰქონდა, თარსი და მიკვირდა, ეგ რატომ იყო ცოცხალი და მამიდაჩემი არა.

მესიზმრებოდა კიდეც, რომ ღმერთს იმ ქალში მამიდაჩემს ვუვლიდი და მერე, გვიან, სიზმარშივე მივხვდი, რომ ცოცხლები არასდროს უცვლიან ადგილს მკვდრებს, თუნდაც მკვდრები ათასჯერ უკეთესები იყვნენ.

ეს არის სიცოცხლის უსამართლო უპირიტესობა“,- წერს გიორგი კეკელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716053547

მსოფლიო

სიახლე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, როგერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რობერტ ფიცოს დღეს კიდევ ერთი, 2-საა...

რობერტ ფიცო

1716048533

საზოგადოება

„დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“ - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე

„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის...

პოლიტიკოსები

1716044415

სოციალური მედია

„ახალგაზრდებო, ვისაც ჯანსაღი პროტესტი გაქვთ და არა ისინი, ვინც ფინანსდებიან „ენჯოებიდან“, მიდით, შეხვდით, იმუშავეთ“ - რას წერს ლაშა ბასლანძე

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ. „ახალგაზრდებო, ვისაც ჯანსაღი პროტესტი გაქვთ და არა ისინი, ვინც ფინანსდებიან ენჯოებიდან ... ვისაც რეა...

ლაშა ბასლანძე

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი