„ერთი დღით ადგილს გავუცვლიდი პრეზიდენტს და მივიღებდი ისეთ კანონებს, რომლითაც ქვეყანას ვიხსნიდი სიდუხჭირისგან, ყველა ემიგრანტს სახლში დავაბრუნებდი“ - ემიგრანტი იტალიიდან

იტალიაში, ნეაპოლში მცხოვრები ქართველ თანამემამულესთან, ნონა ჯიბღაშვილთან ინტერვიუ, exclusivetv.ge-მ უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებამდე ჩაწერა. მასთან საუბრის დეტალებსა და მომავლის იმედით სავსე ისტორიას დღეს გთავაზობთ.

- პროფესიით მედდა ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემთვის ოჯახი წმინდა ტაძარია, ფასდაუდებელი საუნჯე. ემიგრანტი, საქართველოში უპერსპექტივობის და უმუშევრობის გამო გავხდი. პირველად ემიგრაციაში 28 წლის ასაკში წავედი. ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში, იტალიაში სამი წელია ვარ და სიმართლე, რომ გითხრათ ძალიან მომწონს. ხალხი, რაღაცნაირად ქართულ ხასიათს მივამსგავსე (განსხვავება ვნახე რუსეთს შორის). აქ იმდენი ქართველი ვნახე მართლა არ ველოდი, პატარა საქართველოა ნაპოლის ცენტრში „piazza garibaldis“ ტერიტორიაზე.

პანდემიის გამოცხადების დროს გავაკეთე ჯგუფი „ჩვენ ქართველები იტალიაში noi georgiani in italia“ და მეგობრებს ვეხმარებოდი იტალიური გაკვეთილებით და იტალიური სამზარეულოს რეცეპტების მიწოდებით. მინდოდა რამე პოზიტიური საკითხები შემეტანა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რაც შეეხება, ჩემს საქმიანობას იტალიაში, ვმუშაობ მომვლელად ერთ უკეთილშობილეს იტალიელ ბაბუასთან. ჩვენ როგორც მამა-შვილი ისე ვართ და მიხარია რომ მათ ოჯახში მოვხვდი. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ გავაკეთე ტურისტული სააგენტო „Georgian tour“ და ვეხმარები ქართველებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობასა და მუშაობის დაწყებაში.

რომ ვუყურებ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვფიქრობ რომ ემიგრანტები განწირულები ვართ სამუდამო ემიგრაციისთვის. მტკივა ყველას ტკივილი, ვისმენ და მესმის უამრავი ემიგრაციული ისტორია, რაც გულს უფრო მიმძიმებს. ვცდილობ მუდამ ვიყო ემიგრანტების გვერდით, როგორც შემიძლია. ჯერ არ ვფიქრობ დაბრუნებაზე, ვფიქრობ ოჯახის ჩამოყვანას.

ჩემი იდენტობა - ანუ ვინ ვარ მე, ნონა ჯიბღაშვილი: დავიბადე კახეთში, ერთ მზიან დღეს, 12 ივნისს. გავიზარდე მრავალსულიან ღირსეულ, მეტად თბილ და ტრადიციულ ოჯახში.  მეგონა, როგორც ზღაპრებში, ცხოვრებაშიც მიუღწეველი არაფერი იყო (უფრო ბავშვობაში). მინდოდა ცნობილი მომღერალი ვყოფილიყავი. მომღერლობა ვერა, მაგრამ მედდა გავხდი.

ადრეულ ასაკში უფრო მიამიტი და დამთმობი ადამიანი ვიყავი (ვფიქრობ ზედმეტადაც). მიყვარს სიმღერა, პოეზია და მეგობრებთან ერთად გართობა. მძულს ორპირობა, ჭორაობა, შური, ტყუილი, ღალატი. ვნანობ ალბათ ბევრ რამეს, მაგრამ მწამს, რომ წარსულით უნდა ვისწავლოთ! მშურს - არავისი არაფერი არასდროს! მაინტერესებს - მოგზაურობა, მიხარია - სიკეთის კეთება, ბედნიერი ადამიანების თვალების დანახვა. ვამაყობ - ჩემი ოჯახით, მეგობრებით. მწყინს - დაუნახაობა, ცივი დამოკიდებულება ადამიანთა შორის, გაუტანლობა. ვკითხულობ - ხშირად ლექსებს. მენატრება - შვილები, ოჯახი, სამშობლო, ახლობლები, ბავშვობა და საკუთარი „მე“- ჩემს სახლში. მეშინია - სიკვდილის, რადგან ვთვლი, რომ ჯერ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.

ჩემი კომფორტისათვის აუცილებელი პირობაა: - სითბო და სიყვარული, ოჯახური იდილია, ჯანმრთელობა და მშვიდობა. მაცივარში უნდა მქონდეს ხორცი, ყველი, არაჟანი. სამზარეულოს კარადაში - ტკბილეული, ბევრზე ბევრი.

ღიმილის მიღმა ბევრი სევდა-დარდი მაქვს და ამ ღიმილის მიღმა საფიქრალი იმალება, მაგრამ ვარ წრფელი, რაც მთავარია. „რაცა ვარ, ეს ვარ“გულწრფელობა მთავარია. ჩემთვის ოჯახი უმთავრესია. მყავს მეუღლე და ორი შვილი მარიამი და გიორგი. მწამს, რომ ოჯახი არის პატარა ტაძარი, სადაც მუდამ სითბო და სისპეტაკე უნდა სუფევდეს.

ერთი დღით ადგილს გავუცვლიდი პრეზიდენტს და მივიღებდი ისეთ კანონებს, რომლითაც ქვეყანას ვიხსნიდი სიდუხჭირისგან, ყველა ემიგრანტს სახლში დავაბრუნებდი.

კაცად რომ დავბადებულიყავი, ალბათ უფრო მეტად შევძლებდი ბრძოლას, არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. ყველაზე სამახსოვრო რჩევა - სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს!

ვცდილობ ყოველთვის ფორმაში ვიყო და საკუთარ თავს ვეუბნები, “ნონა, ცუდად ყოფნის უფლება არ გაქვს, როცა შენს უკან შენი მარიამი და გიორგი დგას“.  მენატრება შვილები, ჩემი სამყარო, ჩემი საყვარელი საქმე. 

როგორი სიბერე მექნება, ღმერთმა იცის. ვფიქრობ ნორმალური, რადგან ჩემი შვილები არასოდეს მიმატოვებენ.

10 წლის შემდეგ 49  წლის ვიქნები. საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ  შვილიშვილების სიყვარულში ჩაფლული წარმომიდგენია, ასევე მექნება ბედნიერი კერა და ვიქნები იტალიის მოქალაქე.

ჩემი ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა, როცა სასოწარკვეთილებაში ვარ. დიდება უფალს! ადამიანებო, უთხარით ერთმანეთს თუ როგორ გიყვართ ერთმანეთისთვის არ დაიშუროთ სითბო და სიყვარული. უფალმა დაგლოცოთ ყველა!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 გაიცანით, იტალიაში დააბდებული სამი ტყუპი ქართველი ბიჭის მშობლები და გაიგეთ, რა ვითარებაში შეიტყო მშობლებმა, რომ სამ შვილს ელოდებოდნენ

📌 თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და არასრულწლოვანისთვის პასპორტის დამზადება გსურთ

📌 რატომ ეგონათ იტალიელ კარაბინიერებს ქართველები, რუსი მაფიოზები - ორი გურულის თავგადასავალი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784738701

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“ და მათ მიერ განაწყენებულ სააკაშვილზე: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც: „სრუ...

ცოტნე ანანიძე

1784737257

ახალი ამბები

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას

მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, - წერს სოციალურ ქსელ X-ზე სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი. როგორც ვონგი აღნიშნავს, ის მოუთმენლად ელის სინგაპურ...

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი

1784735521

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: თანამედროვე საერთაშორისო გარემოში უფრო მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, სადაც ჩინეთი ლიდერის პოზიციების გამყარებისკენ მიიწევს, ხოლო ევროკავშირი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, გლობალურ კონკურენციაში თანდათან ჩამორჩება

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის აღმასვლაზე საუბრობს.   როგორც ჩიხელიძე წერს, ბოლო პერიოდში...

დავით ჩიხელიძე

1784734341

ახალი ამბები

ბათუმში სროლა იყო - წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია 31 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათივე თქ...

ბათუმში სროლა იყო

1784733103

ახალი ამბები

სოფ. ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი...

მოძრაობა აღდგენილია