თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და არასრულწლოვანისთვის პასპორტის დამზადება გსურთ
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშუალებით - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება საქართველოს მოქალაქის პასპორტს გასცემს განაცხადის შეტანიდან 45 დღის ვადაში.
9 წლის ასაკმადე არასრულწლოვანის რეგისტრაცია და პასპორტის მოთხოვნა შესაძლებელია საქართველოშიც მინდობილი პირის მეშვეობით.
📌 არასრულწლოვნის პასპორტის საფასურია - 60,82 ევრო
📌 პასპორტის დამზადების ვადაა - 45 დღე
პირველადი პასპორტი
პასპორტის ასაღებად უნდა გაიაროთ ორი ეტაპი - I. რეგისტრაცია II. პასპორტის მოთხოვნა
არასრულწლოვანის გამოცხადება საკონსულოში სავალდებულოა მხოლოდ 9 წლის ასაკიდან
I ეტაპი - რეგისტრაცია
წარმოსადგენი დოკუმენტები:
📌 დაბადების მოწმობა;
📌 იტალიის რესპუბლიკაში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს წარმოდგენილი ორიგინალი, რომელიც დამოწმებული იქნება აპოსტილის შტამპით.
ყურადღება! იტალიური კანონმდებლობით დაბადების მოწმობაში შესაძლებელია ბავშვის მამის გრაფაში არ ჩაიწეროს მამის გვარი, შესაბამისად მოსთოხვეთ გამცემ მუნიციპალიტეტს მამის გვარის მითითება. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსულო ვერ მიიღებს დოკუმენტს
📌 სხვა სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს წარმოდგენილი ორიგინალი და დამოწმებული აპოსტილის შტამპით გამცემი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ, თარგმნილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ თარგმანი შესრულებულია საქართველოში რეგისტრირებული ნოტარიუსის მიერ, დამატებითი დამოწმება არ ესაჭიროება. თუ თარგმანი შესრულებულია უცხო სახელმწიფოს ორგანოების მიერ აუცილებელია თარგმანის ლეგალიზაცია ან აპოსტილის შტამპით დამოწმება.
📌 მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
📌 ბიომეტრიული სურათი დისკზე და 1 ცალი დაბეჭდილი, (ფოტოსურათი უნდა იყოს გადაღებული უახლოეს პერიოდში, თეთრ ფონზე, ზომით 3,5X4,5 სადაც ფოტოს 70-80%-ს იკავებს სახის გამოსახულება, სახის ნაკვთები უნდა ჩანდეს გარკვევით):
II ეტაპი - პასპორტის მოთხოვნა
📌 საფასურის გადახდის ქვითარი (იხ. მიმაგრებული ქვითარი)
📌 მშობლების თანხმობა
16 წლამდე არასრულწლოვანისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა. მშობლების თანხმობის გამოხატვა ხდება საკონსულო სამსახურში, პასპორტის მოთხოვნის დროს.
თუ საკონსულოში გამოცხადდება მხოლოდ ერთი მშობელი, აუცილებელია წარმოდგენილი იქნას მეორე მშობლის ნოტარიული თანხმობის ორიგინალი. საქართველოში რეგისტრირებული ნოტარიუსის მიერ შედგენილი თანხმობა დამოწმებას არ საჭიროებს. თუ მეორე მშობელი იმყოფება საქართველოში თანხმობა შესაძლებელია გამოხატული იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე მარტივი წერილობითი ფორმით. იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედგენილი სანოტარო თანხმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის შტამპით, ადგილობრივი პრეფექტურის მიერ. თუ მშობელი იმყოფება სხვა ქვეყანაში შესაძლებელია მშობელმა თანხმობა გამოხატოს მის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ საქართველოს საკონსულო სამსახურში მარტივი წერილობითი ფორმით)
თუ განმცხადებელ მშობელს არ აქვს კავშირი მეორე მშობელთან, რომლის მონაცემები მოცემულია ბავშვის დაბადების მოწმობაში აუცილებელია წარმოდგენილი იქნას სასამართლო გადაწყვეტილების ორიგინალი, რომ მხოლოდ ერთი მშობელია პასუხისმგებელი ბავშვზე და მას აქვს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება მეორე მშობლის გარეშე. უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების ცნობა, უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება და მისი ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი თარგმანი უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით.
არასრულწლოვანის პასპორტის განახლება
9 წლის ასაკიდან არასრულწლოვანის გამოცხადება საკონსულოში სავალდებულოა
წარმოსადგენი დოკუმენტები:
📌 დაბადების მოწმობა;
დაბადების მოწმობის ასლი საკმარისია თუ გაცემულია საქართველოში.
იტალიის რესპუბლიკაში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს წარმოდგენილი ორიგინალი, რომელიც დამოწმებული იქნება აპოსტილის შტამპით. ყურადღება! იტალიური კანონმდებლობით დაბადების მოწმობაში შესაძლებელია ბავშვის მამის გრაფაში არ ჩაიწეროს მამის გვარი, შესაბამისად მოსთოხვეთ გამცემ მუნიციპალიტეტს მამის გვარის მითითება. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსულო ვერ მიიღებს დოკუმენტს
- სხვა სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს წარმოდგენილი ორიგინალი და დამოწმებული აპოსტილის შტამპით გამცემი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ, თარგმნილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ თარგმანი შესრულებულია საქართველოში რეგისტრირებული ნოტარიუსის მიერ, დამატებითი დამოწმება არ ესაჭიროება. თუ თარგმანი შესრულებულია უცხო სახელმწიფოს ორგანოების მიერ აუცილებელია თარგმანის ლეგალიზაცია ან აპოსტილის შტამპით დამოწმება.
📌 არასრულწლოვანის პასპორტი ან ასლი
📌 მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
📌ფოტოსურათის გადაღება ხდება სკონსულო სამსახურში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წარმოადგინოთ ბიომეტრიული სურათი დისკზე (ფოტოსურათი უნდა იყოს გადაღებული უახლოეს პერიოდში, თეთრ ფონზე, ზომით 3,5X4,5 სადაც ფოტოს 70-80%-ს იკავებს სახის გამოსახულება, სახის ნაკვთები უნდა ჩანდეს გარკვევით):
📌 საფასურის გადახდის ქვითარი (იხ. მიმაგრებული დოკუმენტი)
📌 მშობლების თანხმობა
16 წლამდე არასრულწლოვანისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა. მშობლების თანხმობის გამოხატვა ხდება საკონსულო სამსახურში, პასპორტის მოთხოვნის დროს.
თუ საკონსულოში გამოცხადდება მხოლოდ ერთი მშობელი, აუცილებელია წარმოდგენილი იქნას მეორე მშობლის ნოტარიული თანხმობის ორიგინალი. საქართველოში რეგისტრირებული ნოტარიუსის მიერ შედგენილი თანხმობა დამოწმებას არ საჭიროებს. თანხმობა შესაძლებელია გამოხატული იქნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე მარტივი წერილობითი ფორმით, რომელიც სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი იქნება საკონსულო სამსახურში. იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედგენილი სანოტარო თანხმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის შტამპით, ადგილობრივი პრეფექტურის მიერ. თუ მშობელი იმყოფება სხვა ქვეყანაში შესაძლებელია მშობელმა თანხმობა გამოხატოს მის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ საქართველოს საკონსულო სამსახურში მარტივი წერილობითი ფორმით)
თუ განმცხადებელ მშობელს არ აქვს კავშირი მეორე მშობელთან, რომლის მონაცემები მოცემულია ბავშვს დაბადების მოწმობაში აუცილებელია წარმოდგენილი იქნას სასამართლო გადაწყვეტილების ორიგინალი, რომ მხოლოდ ერთი მშობელია პასუხისმგებელი ბავშვზე და მას აქვს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება მეორე მშობლის გარეშე. უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების ცნობა, უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება და მისი ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი თარგმანი უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით.
იმ შეთხვევაში თუ ვერ ახერხებთ საკონსულო სამსახურში გამოცხადებას, გაცნობებთ, რომ 9 წლის ასაკმადე არასრულწლოვანის რეგისტრაცია და პასპორტის მოთხოვნა შესაძლებელია საქართველოში მინდობილი პირის მეშვეობით.
ყურადღება!
საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით.
ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, საშუალება გაქვთ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.
წყარო: http://italy.mfa.gov.ge
სხვა სიახლეები:
📌 იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
📌 იტალიაში, სამი ქართველი ტყუპი გაბრიელი, მატეო და დემეტრე დაიბადა
📌 იტალია ტურისტებისთვის აპრილიდან იხსნება – მთავრობა 31 მარტის შემდეგ შეზღუდვებს აღარ გააგრძელებს
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...
1791726569
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის ფაქტი, რო...
1791724927
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: საზოგადოებას კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ბატონი ჰერჩინსკის, რბილად რომ ვთქვათ, ძალია...































