გაიცანით სოფია ღურწკაია - ოქროს მედლის მფლობელი და წარმატებული სპორტსმენი იტალიაში
სოფია ღურწკაია - სპორტის ერთ-ერთ სახეობაში ოქროს მედალოსანი, რომელმაც წარმატებას იტალიაში მიაღწია.
მედამაუწყებელ exclusivetev.ge-ს მიზანია, აღმოაჩინოს და საზოგადოებას გააცნოს, საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. დღეს სოფია ღურწკაიას შესახებ მოგითხრობთ, რომლის შესახებაც რეჯო კალაბრიაში მცხოვრებმა ემიგრანტმა, ანა ბურდულმა მოგვითხრო.
სოფია ღურწკაია - ერთი, „რიგითი“ ემიგრანტი, ქართველი აფხაზეთიდან. 8 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. მისი საქმიანობის სფეროს, როგორც ემიგრანტების უმრავლესობისა, იტალიურ ოჯახში მოხუცის მომვლელად მუშაობა წარმოადგენს.
არც ისე მარტივად გასავლელია ემიგრაციის პირველი წლები უცხო მიწაზე. გარემოს შეგუება, ენა, საბუთები და ა. შ. ასე გადის წლები.. ამ ზღვარს გადალახავ და უბრალოდ გინდა, რომ გაცდე ერთფეროვბებას. ეს ყველა ემიგრანტის ოცნებაა, თუმცა ძალიან რთულია იპოვო შენი ადგილი შენი მიზნების, სურვილების, გატაცებების რეალიზებისთვის, მაგრამ თუ მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ შედეგს. - ასე იწყებს თხრობას სოფია ღურწკაია.

- ერთ ქალაქში, ოჯახს 5 წელი ვემსახურე, სადაც შეუძლებელი იყო სხვა საქმით დაკავება, თუმცა მათი დახმარებით სხვა სამსახურში გადასვლისთანავე ჩავეწერე „აპნოას“ აკადემიაში (Apnea Academy). ეს არის წყალქვეშა სპორტი ანუ ერთი ჩასუნთქვით ეშვები წყლის ქვეშ და ხვდები სრულიად განსხვავებულ სამყაროში, სანამ ჟანგბადი არ გამოგელევა!
წყალქვეშა ვარჯიშები პრაქტიკულად დატვირთვით უტოლდება მორბენალის 15-20 კმ გარბენს. 3 წელი არც ისე დიდი დროა წყალქვეშა სპორტის სახეობაში, სასურველ შედეგს მიაღწიო მაშინ, როდესაც წელიწადზე მეტი კოვიდი გაფერხებს და სახლში ხარ გამოკეტილი, თან აღარაფერს ვამბობ, ჩემს ჯოჯოხეთურ დღეებზე კოვიდინფიცირების გამო!!! დღეს მე და აპნოა მივიწევთ წინ წარმატებით.
2022 წლის მარტში, იტალიის ნაციონალური შეჯიბრში სტატიკურ აპნოაში გავხდი გამარჯვებული - პირველი ადგილი და ოქროს მედალი ავიღე. ეს ერთი და სხვა მრავალი! მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები. არასოდეს თქვათ არასოდეს! შეუძლებელი არაფერია. გაძლიერდით და გაიხარეთ! - გვიყვება სოფო.

მედიამაუწყებელი exclusivetev.ge ულოცავს წარმატებულ ქართველ სპორტსმენს ამ გამარჯვებას და ოქროს მედალოსანის ტიტულს. სააგენტო, თვალს მიადევნებს სოფოს მორიგ გამარჯვებებს და სიამოვნებით გააშუქებს, ქართველი ემიგრანტის წარმატების ისტორიას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ExclusiveTV-ის იტალიის ბიუროს ყოველკვირეული საინფორმაციო გამოშვება "იტალიის დრო" - 16.04.2022
1791381935
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...
1791380679
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი
„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...
1791380010
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...
1791379969
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1791379840
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

























