ქართველი მეცო სოპრანოს, ორმაგი დებიუტი ქალაქ ბარიში

ქართველი მეცო სოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე 19-დან 24 აპრილამდე, ქალაქ ბარის პეტრუცელის თეატრში იმღერებს.

საერთაშორისო დონის ქართველი მეცო სოპრანო, პეტრუცელის სცენაზე შარლოტას როლს შეასრულებს. 

ქეთევანი იტალიური თეატრების ხშირი და სასურველი სტუმარია. მონაწილეობდა ლა სკალას ტურნეში იაპონიაში. წარმატებული იყო მისი გამოსვლები ვერონას არენაზე და ვენეციის ფენიჩეს თეატრში (გუნოს „რომეო და ჯულიეტა“), ნეაპოლის სან კარლოს თეატრში (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ბერლიოზის „კლეოპატრას სიკვდილი“ სპოლეტოს ფესტივალზე, გუნოს „ფაუსტი“ და მასნეს „ტაისი“  ტურინის სამეფო თეატრში.

ამონარიდი ქეთევან ქემოკლიძის „operaclick“-სთან მიცემულ ინტერვიუში:

- ქეთევან, სანამ თქვენს ახალ და მნიშვნელოვან დებიუტზე ვისაუბრებ, მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ამ დრამატულ დღეებში? 

- მართლაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ გამოვედით პანდემიური ომიდან და ვაგრძელებთ მეორე ომს, სამწუხაროდ რეალურ ომს, რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ომი ყველას ეხება.

ჩემთვის, როგორც ქართველისთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ომი, რადგან იმ მიზეზის გამო, რაც უკრაინაში ხდება იგივე მიზეზით სამი ომი გვქონდა.სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ისტორიულად ქართული ტერიტორიები და ამიტომ ძალიან ახლოს ვარ უკრაინელი ხალხის სატკივართან და იმ ყველაფერთან, რის გაძლებაც მათ უწევთ.

ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება, ხალხი შეძლებს სახლებში დაბრუნებას და ცხოვრების გაგრძელებას. სამწუხაროდ ბევრი უკრაინელისთვის ცხოვრება აღარასოდეს იქნება იგივე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ომი მალე დასრულდეს და მშვიდობა დადგეს.

სხვა სიახლეები:

📌 ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მილანის ქართულ სამრევლოში

📌 ბოლონიის მთავარეპისკოპოსმა უკრაინელ ერს პატიება, ბოროტების ირიბად თანამონაწილეობისთვის სთხოვა

📌  იტალია - როგორ მივიღოთ სოციალური დახმარება Reddito di cittadinanza

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791383309

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1791383197

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791381935

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...

ირაკლი კობახიძე

1791380679

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...

ირაკლი კობახიძე

1791380010

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...

ზაალ მიქელაძე