„ოღონდ აქ ნუ მომკლავ ღმერთო, ოღონდ დავბრუნდე!“ - ემიგრანტი ჟურნალისტის წერილი
ემიგრანტი ჟურნალისტი, ლალი იმედაიშვილი, რომელიც იტალიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„აი ვზივარ და ვოცნებობ, სხვა რა დამრჩენია როცა შინ დავბრუნდები, რას ვიზამ ?რით დავიწყებ? ეზოში ვარდებს გავაშენებ, ნაირ-ნაირებს, სულ ფერად-ფერადებს, ჩემი ყვავილები მოუვლელობისგან მოწყენილები და თავჩაქინდრულები იქნებიან, სულ სათითაოდ გამოვაცოცხლებ
რასაც აღარ ან ვეღარ ეშველება, ახლებით შევცვლი. სული მიკაწკაწებს, ამაზე რომ ვფიქრობ პატარა ბოსტანს გავაკეთებ სახლის უკან, ეზოს მზიან ნაწილში, ყველაფერი უნდა დავრგო და დავთესო, ჩემი ხელით უნდა მოვიყვანო ქორფა კიტრი, ვარდისფერი პამიდორი, მწვანილი, ლობიო და სიმინდი, გოგრა და ოქროცერცვა...ოჰ, მგონი ძალიან შევცურე, მაგრამ ხილისა და ბაღჩეულის ნამდვილი გემოს აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია აქ, შუაგულ ევროპაში
კიდევ რას ვიზამ? ვივლი და ვივლი, ყველასთან მივალ, ვინც მენატრება, წლობით უნახავ მეგობრებთან, კლასელებთან, ნათესავებთან, ჯგუფელებთან, ყოფილ თანამშრომლებთან, ვისი ნახვაც ოცნებად მექცა, ვისაც გაუხარდება ჩემი დანახვა და მეც გავიხარებ ამ სიხარულით
ახლა, აქედან ასე მეჩვენება, რომ ეს ერთხელ კი არ მოხდება და დასრულდება, პირობას ვუდებ თავს, რომ სულ გაგრძელდება, სანამ სიარული შემეძლება ამ დედამიწაზე ან კიდე მანქანის საჭის ტრიალი კიდევ რას გავაკეთებ? არ მაქვს გრანდიოზული გეგმები: თბილისს დავტოვებ, სოფლად გადავალ, პატარა "მალალიტრაჟკას" ვიყიდი და ზაფხულობით ნელ-ნელა შევუდგები აღმა-დაღმა საქართველოს გზებს, პირველად მერიკოსთან წავალ, აქვეა ახლოს, ნატანებში, მე უგულომ და ვითომ მოუცლელმა წლებია რომ ვერ ვნახე...
მარტო მე კი არ ვივლი კაცო, სტუმრებსაც მიგიღებთ, ვისაც ჩემთან მოსვლა გაგიხარდებათ და გულით გამოსწევთ, ყველასთვის ღია იქნება ჩვენი სახლის კარი ! ჩემს მოწეულ ბოსტნეულს, ამ ბოსტნეულით გაკეთებულ მწნილებს და აჯიკებს, საკუთარი ხელით მოხარშულ მურაბებს მოგართმევთ
წიგნებზე და ფილმებზე არ დავწერ, ვის აინტერესებს ახლა რას წავიკითხავ ან რას ვნახავ მომავალში?
აი ძაან, ძაან შორეულში შვილიშვილებსაც კი წარმოვიდგენ და ვეთამაშები ხოლმე წარმოსახვაში, მაგრამ მაგაზე ცალკე დავწერ, ეგ ასე ხელწამოსაკრავი ოცნება არაა და ორი სიტყვითაც არ მოიყოლება.
კიდევ შეიძლება პატარ-პატარა სიურპრიზებით გაილამაზოს კაცმა ცხოვრება, სანამ სიბერე მოვა, მაგას მომდევნო ოცნებებში დავგეგმავ, ოღონდ აქ ნუ მომკლავ ღმერთო, ოღონდ დავბრუნდე!“ - წერს ლალი იმედაიშილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1791827086
საინტერესო ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...
1791824931
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები
[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...
1791821802
მსოფლიოვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ
ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...
1791820055
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...
1791818366
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება
მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...































