რა ტიპის პროცედურაა "აზილო პოლიტიკოს"/ დაცვის აღიარების განმხილველი კომისიის სხდომა

იტალიაში "აზილო პოლიტიკოს" პრაქტიკის შესახებ, ექსკლუზივი ტივის მკითხველს/მაყურებელს, უკვე არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია, სხვადასხვა პროცედურის სპეციფიკასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთების ეტაპიდან, თავშესაფრის მიცემის განმხილველი კომისიის პასუხის ჩათვლით, თუმცა ჩვენ კვლავ შევეცდებით, თემის აქტუალობის გამო, მეტად დეტალურად განვავრცოთ ზოგიერთი საკითხი. ამჯერად განვიხილოთ, უშუალოდ საერთაშორისო დაცვის განმხილველ კომისიაზე წარდგენა, თავშესაფრის მისაღები მოტივით, სწორედ ამ კომისიას და მისი გამართვის დღეს, უწოდებენ არაფორმალურად - "დიდ კომისიას".

საერთაშორისო კანონმდებლობით (გაეროს 1951 წლის კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და სხვ.) და იტალიის რესპუბლიკის შიდა კანონმდებლობის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი პირისთვის გაწერილია, განცხადების რეგისტრაციის ეტაპიდან სავალდებულოდ გასავლელი პროცედურები, რომლების შესრულება/გაკეთება აუცილებელია პირადად, პიროვნების მიერ, რომელსაც სჭირდება ლტოლვილის სტატუსის აღიარება/დაცვის აღიარება იტალიის ტერიტორიაზე, ამ გზით კი, "პერმესო დი სოჯორნოს" აღება, ამ სავალდებულოდ დასაცავი წესის შეცვლა, არავის შეუძლია(შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანის გარდა).

"აზილო პოლიტიკოს" პრაქტიკის ქონა, ანუ ლტოლვილად ჩაბარება იტალიაში, თავშესაფრის მოთხოვნა, დაცვის აღიარების მოთხოვნა, ხალხი ასევე მოიხსენიებს, როგორც "ჰუმანიტარული საბუთი", "კაზი სპეჩიალი", "სამკურნალო პერმესო" , "პროტეციონე სპეჩიალე", "სპეციალური პერმესო", "ექვსთვიანი პერმესო" და სხვ. - ეს ყველა დასახელება, იტალიურად ნიშნავს "აზილო_პოლიტიკოს" - "ASILO POLITICO".

საერთაშორისო დაცვის აღიარების ტერიტორიული კომისია/თავშესაფრის აღიარების კომისია, არის დამოუკიდებელი ორგანო იტალიის საემიგრაციო სამსახურისა და სასამართლო სისტემისგან.

იტალიაში თავშესაფრის მიღებისთვის , "აზილო პოლიტიკოს" განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, პროცედურების გავლის ბოლო ეტაპი არის, თავშესაფრის მიღების კომისიაზე წარდგენა და ისტორიის მოყოლა, რის გამოც ითხოვს პიროვნება თავშესაფარს. "აზილო პოლიტიკოს" პრაქტიკის მქონე პირს, მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე, უგზავნის საემიგრაციო სამსახური ინფორმაციას, თუ რა დროს გაიმართება კომისია. ამ ინფორმაციის შესაბამისად, განმცხადებელი პირი უნდა გამოცხადდეს შესაბამის მისამართზე დროულად, სადაც კომისიის სხდომის დაწყებამდე, მასთან გამოვა ქართულენოვანი თარჯიმანი, რომელიც გააცნობს მის უფლებებს და საჭირო ინფორმაციას კანონის ფარგლებში, გამოსაკითხ პირს. როცა კომისია დაიწყება, თავშესაფრის მისაღებად გამოსაკითხ პირს ესმება კითხვები, თავის პერსონალურ მონაცემებთან და ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, შემდეგ კი სთხოვენ, რომ მოჰყვეს დეტალურად ისტორია, თუ რატომ დატოვა მშობლიური ქვეყანა და რატომ ესაჭიროება დაცვის აღიარება, იტალიის რესპუბლიკის მიერ.

თავშესაფრის მაძიებელმა პირმა, დამაჯერებლად უნდა წარმოაჩინოს "აზილო პოლიტიკოს" პრაქტიკის დაწყებიდან, რა შეიცვალა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაბამისი "პერმესო დი სოჯორნოს" ქონის შედეგად, ანუ აღნიშნული "პერმესო", თუ როგორ დაეხმარა ადაპტირებაში.

თავშესაფრის მაძიებელი პირი მზად უნდა იყოს შემდეგი კითხვისთვის: - კომისიის შესაძლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა და როგორ შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ? ზოგადად, კომისიის წევრი/წევრები უსვამენ დამაზუსტებელ, ასევე სხვა ფორმის კითხვებს, განმცხადებელი პირის მოყოლილი ამბის, ანუ "აზილო პოლიტიკოს" მოტივის ირგვლივ.

ისმება კითხვა:- გყავთ, თუ არა ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები იტალიაში, ან ზოგადად უცხოეთში? პასუხი უნდა გასცეთ ზუსტად. გასათვალისწინებელია, კითხვებზე პასუხები მაქსიმალურად თანმხვედრი უნდა იყოს ერთმანეთთან. კომისიის სხდომის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, თარჯიმანი ვალდებულია, წაუკითხოს "აზილო პოლიტიკოს" პრაქტიკის მქონე პირს, მის მიერ მოყოლილი ისტორია და ჰკითხოს, ხომ არ სურს რამის შესწორება/დამატება?

გახსოვდეთ, რომ კომისიაზე გარემო არის ძალიან უშუალო, თარჯიმანი მიუკერძოებელი და ობიექტური, რაც აუცილებლად აღსანიშნავია, არავინაა ჩასაფრებული პოზიციით განწყობილი, თავშესაფრის მინიჭების საჭიროების მქონე პირის მიმართ. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ერთი თვის ვადაში განიხილება საქმე, საქმის განხილვის პროცესში, თუ კომისიას გაუჩნდა დამატებითი კითხვა, ისევ ატყობინებს თავშესაფრის მაძიებელ პირს, კომისიის სხდომის გაგრძელების შესახებ, ინდივიდუალური საჭიროების გამო, რაც ნორმალურია და ხშირად ხდება, შესაბამისად, არც არაფერია სანერვიულო, პირიქით, გამოსაკითხ პირს დამატებით ეძლევა შანსი, დაცვის აღიარების აუცილებლობისთვის, მეტად წარმოაჩინოს თავი.

გაითვალისწინეთ, კომისიის სხდომის ოქმის ასლები, თუ არ გაგიმზადეს, თავად მოითხოვეთ და წამოიღეთ აუცილებლად. გისურვებთ წარმატებებს!

ფიქრია წვერავა - იტალია/რომი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო

1716021612

ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე:„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს. როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცად...

სტუდენტი