„სამუდამოდ ჩამოშორდეს ეპისკოპოსი ზენონი ეპარქიას“ - ლონდონის ტაძრის მრევლი მიმართვას ავრცელებს

ლონდონის ტაძრის მრევლი მეუფე ზენონთან დაკავშირებით ვრცელ მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ

„უკვე ათი კვირა გავიდა, რაც მრავალი თმენისა და განსჯის შემდეგ ჩვენ მოძრაობა დავაორგანიზეთ ეპისკოპოს ზენონის მავნებლური ქმედებების საწინააღმდეგოდ. ამ ხნის განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით დაიხარჯა აურაცხელი ენერგია და დრო. თითოეული ჩვენგანის დაუღალავი მონდომებითა და შრომით დღემდე ვინარჩუნებთ უდრეკ ერთობას, ერთიან მიზანს და ურყევად ვდგავართ სიმართლისაკენ მიმავალ მძიმე გზაზე, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას სამრევლოს თითოეულ წევრს!

მეათე კვირაა მხარდამხარ ვიბრძვით მხოლოდ ერთი და ერთადერთი მიზნისაკენ, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას დაუბრუნდეს პირვანდელი სიყვარულის, ერთობისა და სიმშვიდის სახე.

მეათე კვირაა ჩვენი მოძრაობის მიმდინარეობისას არაერთხელ გამოვლინდა დაუღალავი მონდომება და მცდელობა, რომ არ გავცდეთ ქრისტიანულ და მორალურ ჩარჩოებს. თუმცა ვაღიარებთ, რომ გამოუცდელობის გამო, ჰქონდა ადგილი ემოციის გადაჭარბებას, რისთვისაც საჯაროდ მოვიხადეთ ბოდიში და ამჯერადაც ვიხდით ბოდიშს ნებისმიერი ადამიანის წინაშე, რომლებიც ჩვენი მოძრაობით ან/და ემოციის გადაჭარბებით დავაბრკოლეთ.

დარწმუნებული ვართ, ძალიან ახლო მომავალში ისევ მოგვიწევს იმ დიდ ოჯახში გაერთიანება, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი აშენებდა!

მეათე კვირაა ეპისკოპოსისაგან ვისმენთ გაუგონარ მუქარას და ცრუ ბრალდებებს ჩვენს თითქოსდა „მეამბოხეობაზე“, „დესტრუქციულობაზე“ და კონკრეტული სასულიერო პირების თუ გავლენიანი ადამიანების მიერ ჩვენს მართულობაზე. მოვუწოდებთ ეპისკოპოს ზენონს, რომ გვაჩვენოს მისი ცრუ ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები, რომ ობიექტურად დაგვანახოს ჩვენი „მცდარობა“, დაგვანახოს ჩვენი "მეამბოხეობა", დაგვანახოს ჩვენი „დესტრუქციულობა“, მაგრამ ამ მომენტამდე მან ეს ვერ შეძლო და ამიტომაა ის ცრუ ეპისკოპოსი.

მეათე კვირაა ის ამტკიცებს, რომ სიმართლე, მხოლოდ ისაა, რაც მას პირადად სიმართლედ მიაჩნია. ის თავხედურად თავს გვახვევს, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ისაა, რაც მას ქრისტიანობად წარმოუდგენია და მიაჩნია. იმისდა მიუხედავად, რომ ის მოგვიწოდებს ბრმა მორჩილებისკენ, მას თავად არასდროს მოუცია მაგალითი მორჩილებისა. პირიქით, ის ეურჩა საქართველოს პატრიარქს, რომელმაც თხოვნით მიმართა ეპისკოპოს საქართველოში ჩასვლასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მან გვაჩვენა რა მარტივია მისთვის სიტყვის გატეხვა და სიცრუე, როდესაც მის უწმინდესობას დაპირდა საქართველოში ჩასვლას ნოემბრის დასაწყისში, თუმცა პირობა არ შეასრულა.

მეათე კვირაა ვაცხადებთ, რომ ეპისკოპოს ზენონს, რომელიც საჯაროდ აცხადებს ეპარქიის მხოლოდ „ერთადერთ მფარველად“ თავს, მისი მმართველობის პერიოდში ერთხელაც არ გასჩენია სურვილი პირადად გასცნობოდა მისი ეპარქიის სამრევლოების წევრებს. ის არასდროს დაინტერესებულა ეპარქიაში წარმოქმნილი პრობლემებით, არასდროს გასჩენია სურვილი ეკითხა ადამიანთა სატკივარი, თუნდაც მას შემდეგ, რაც საერთო ტკივილმა ათი კვირის წინ არაერთი ადამიანი დატოვა ტაძრის გარეთ!

მეათე კვირაა ეპისკოპოსი ზენონი არც კი ცდილობს გამოიჩინოს მამობრივი მზრუნველობა მისი მრევლის მიმართ და ქრისტესმიერი სიყვარულით დააწყნაროს და დაამშვიდოს მისი სამწყსო, არამედ პირიქით მან ტაძრიდანაც გაგვაძევა და ტაძრის ეზოში დგომაც კი აგვიკრძალა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი გულგრილი

დამოკიდებულება ეპარქიისა და ზოგადად ადამიანის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, არ დავიღლებით სიმართლისათვის ბრძოლაში, არ დავიღლებით მართალი მიზნის მიღწევის მძიმე გზაზე, არ დავიღლებით ჩვენს ურყევ ერთობაში, არ დავიღლებით ვიბრძოლოთ იმ მიზნის მისაღწევად, რომელმაც არაერთი ადამიანი გააერთიანა!

არ დავიღლებით ვიბრძოლოთ იმ ოჯახში დაბრუნებისათვის, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვაშენეთ!

მეათე კვირაა ვაცხადებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ერთია: ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს ეპისკოპოსი ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას, რადგან ჩვენთვის მიუღებელია მისი შემდეგი ქმედებები:

1. ამბიონიდან ქადაგებებში სიძულვილის ენით საუბარი საქართველოზე და ქართველებზე.
2. ამბიონიდან მრევლის მიმართ მუქარა, შანტაჟი და უდიერი სიტყვებით მოხსენიება, როგორიც არის მაგ: ბანდა და სექტა.
3. მგალობლების ღვაწლის არ დაფასება, გულგრილობა და უმადურობა.
4. სტიქაროსნების ღვაწლის არ დაფასება, გულგრილობა და უმადურობა.
5. ადამიანების დაყოფა სოციალური სტატუსის მიხედვით და უპირატესობის მინიჭება.
6. მრევლისადმი უმადურობის, უპატივცემულობის და სიძულვილის გამომჟღავნება: მოგვწყვიტა ქართულ მიწას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომელსაც ასე ვეფერებით და ვუფრთხილდებით, რასაც წარმოადგენს ჩვენი ეკლესია. აგვიკრძალა ტაძარში შესვლა კვირა დღის გარდა, გამოაცხადა საკუთარ სახლად, გაბედა და ტყუილებით ხალხის გაბრუება სცადა აქ ყველაფერი ჩემი ფინანსებით გაკეთდაო, ხალხის შრომა არასათანადოდ შეაფასა.
7. ქართველთა მიერ ტრადიციულად წლების მიერ დამკვიდრებული წირვის შემდგომი სადღესასწაულო ტრაპეზების გაუქმება.
8. ბავშვებისადმი სიყვარულის არ ქონა, რაც გამოამჟღავნა მრევლისადმი მოთხოვნაში: ბავშვები სახლში დატოვეთ, მათი ხმაური მაწუხებსო.
9. ბავშვების ურთიერთდამაკავშირებელი სივრცის (სადაც ეზიარებოდნენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს) დახურვა საკუთარი კომფორტის შექმნის მიზნით.
10. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა სამრევლოების მხრიდან მომხდარიყო მასთან შეხვედრა არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, გამოიჩინა სრული გულგრილობა და ერთხელაც კი არ შეხვდა სამრევლოებს.
11. აბსოლუტურად ვემიჯნებით ფარულ მოსმენებს და ჩანაწერებს, მაგრამ გვსურს მივიღოთ პასუხი კრებსითებში არსებულ ინფორმაციაზე ზენონის მამათმავლობასთან დაკავშირებით.
12. მისი სიტყვიერი თუ წერილობითი განცხადებებიდან გვიმყარდება ეჭვი, რომ მან ნამდვილად მოითხოვა თავშესაფარი. და თუ ეს არ არის სიმართლე, როგორც ამას თავად ეპისკოპოსი ზენონი ამტკიცებს, მოვითხოვთ მან წარმოადგინოს მისი დიდ ბრიტანეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პასპორტი, ვიზა, რეზიდენტის ბარათი და ა.შ). თუმცა ის ამ ნაბიჯისგან თავს იკავებს და იმის მაგივრად, რომ მისი ლეგალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების გასაჯაროებით მარტივად აქარწყლებდეს მის „ჩაბარებასთან“ დაკავშირებით ატეხილ ვნებათაღელვას, ის სიცრუით და მუქარით გვიპირისპირდება.“ - წერს მრევლი ვრცელ მიმართვაში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება 16 ნოემბრით არის დათარიღებული.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოს ზენონი ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად საპატრიარქოში 26 სექტემბერს დაიბარეს, მან 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა.

"კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.

წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან", - აღნიშნულია საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსს 16 ნოემბრიდან მხოლოდ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა ექნება ჩაბარებული.

"საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

🔵 ნინო სუხიშვილის მეუღლე ავარიაში მოჰყვა - იგი სქ­რო­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და კლდე­ზე გა­და­ვარ­და

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715095963

ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში...

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

1715095661

ახალი ამბები

საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1715092094

სოციალური მედია

„ვგიჟდები შენზე, საოცარი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში მოგზაურობს

მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი ხშირად მოგზაურობს, ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. ამჯერად შორენა ინსტაგრამზე იტალიაში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს, სადაც შეუდარებლად გამოიყურება. საზოგადოებ...

შორენა ბეგაშვილი

1715088432

სოციალური მედია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს“ - გიორგი გამსახურდია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“...

გამსახურდია

1715087268

ახალი ამბები

7 მაისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

სს