„ვტიროდი, იტალიელი ქალბატონი მაკვირდებოდა - უკრაინელი ხარ?! - არა ქართველი! საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო“ - ემიგრანტის წერილი
ორი დღეა, რაც მსოფლიო ახალ რეალობაში, ყველაზე ცუდის სცენარის განვითარების მოლოდინში ცხოვრობს. ცივილიზებული სამყარო ომზე ალაპარაკდა, ომზე, რომელშიც გამარჯვებული არასდროს არცერთი მხარე არ არის.
იტალია, დანარჩენი ქვეყნების მსგავსად ნეიტრალურ პოზიციებს ირჩევს და მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლება. მსოფლიოს ლიდერების გადაწყვეტილებების მიღმა, რომლებმაც დუმილი არჩიეს, მილიონობით ადამიანი განიცდის და გლოვობს დაღვრილ სისხლს.
ჩვენს, მკითხველს ემიგრაციაში მყოფი რიგითი ქართველის, ქეთი რევიშვილის წერილს ვთავაზობთ, რომელიც ფიქრობს, რომ გამოსავალი ადამიანთა ერთობაშია.
“მეტროში დავჯექი თუ არა გავხსენი ახალი ამბებისთვის ტელეფონი და საშინელება ვიდეოებს გადავაწყდი მაშინვე, თუ როგორ ბომბავს უკრაინას პუტინი... ვინც მიცნობს იცის,რომ მე და ტირილი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ გაივსო თვალები ცრემლებით...
იტალიელი ქალბატონი მაკვირდებოდა ალბათ, მოვიდა და ხელსახოცი მომაწოდა კითხვით:
- უკრაინელი ხარ?!...
- ქართველი!...
საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო, - მითხრა და მომეფერა...
კითხვითვე მივუბრუნდი :
- იცნობთ ქართველებს?!...
- შვილის ძიძა მყავს ქართველი და დილიდან ცრემლიანი თვალებით შემოაღო კარი, ძალიან განიცდიდა უკრაინის ამბავსო...
ჩაერთვნენ დანარჩენი მგზავრებიც,ბევრმა იტალიელმა გამოთქვა მწუხარება, პუტინის არაადამიანობაზე. ერთმა მამაკაცმა კი თქვა :
- ახლა თუ ევროპა უკან დაიხევს და შეშინდება, ხვალ პუტინი იტალიასაც მოითხოვს, საფრანგეთსაც, გერმანიასაც და მთელ დედამიწასაც დაიპყრობსო!...
ძალიან იმედიანი ჩამოვედი მატარებლიდან, არ მეგონა ასე ბევრი თუ იყო უკვე რუსეთის სითავხედით გადაღლილი... მაგრამ ნეტა ვინ რას გახდება იმ სატანასთან?!...
უფალო შენ დაიფარე მთელი სამყარო და გვაშორე განსაცდელი... მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონოდეს მთელ დედამიწას ადამიანებო, ყველაზე მთავარი ესაა, ფული ხან გვექნება ხან არა...
მაგრამ თუ მშვიდობა და ჯანმრთელობა არ გვექნა, ფულითაც ვერაფერს გავხდებით!...
უფალი გვფარავდეს ყველას განურჩევლად ეროვნებისა...“ - წერს ემიგრანტი.
სხვა სიახლეები:
📌 რუსეთის ტანკების შესაჩერებლად უკრაინელები ხიდებს აფეთქებენ
1787638888
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე...
1787636482
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ, ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტ...
1787635577
მსოფლიოპიტ ჰეგსეთი: აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ დარტყმებს ჰორმუზის სრუტის ნების...
1787634078
მსოფლიოThe Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული...
1787604229
მსოფლიოონტარიოს პრემიერი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ კანადურ პროდუქციაზე გადასახადის გაზრდის შემთხვევაში, კანადა აშშ-ს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს
ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ კანადურ პროდუქციაზე იმპორტის გადასახადის გაზრდის შემთხვევაში კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს და აშშ-ს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვე...































