საბერძნეთში 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 39 წლის ქართველ კაცს, რომელმაც პარტნიორი ქალის მოკვლა სცადა და 8 წლის ბავშვის თვალწინ ყელში დანა ჩაარტყა

ბერძნული მედია წერს, რომ  19 წლით პატიმრობა მიესაჯეა 39 წლის ქართველ კაცს, რომელმაც პარტნიორი ქალის მოკვლა სცადა და 8 წლის ბავშვის თვალწინ მას ყელში დანა ჩაარტყა.

შემთხვევა 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა. ბერძნული მედია დანაშაულის დეტალებზე წერს, სტატიაში აღნიშნულია, რომ, კაცმა ადრე  ქალის გაუპატიურებაც სცადა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით,  პოლიციაში შეტყობინება 18 დეკემბერს დილით შევიდა. აბაზანაში ჩაკეტილი ქალი იტყობინებოდა, რომ ის სასიკვდილო საფრთხის წინაშე იყო და დახმარებას ითხოვდა. ქალმა პოლიციისთვის მხოლოდ ქუჩის დასახელება მოასწრო, რადგან თავდამსხმელმა კარი შეამტვრია და მას ტელეფონი წაართვა.

პოლიციის ეკიპაჟები ქალის მიერ დასახელებულ ქუჩაზე წავიდნენ, სახლის დადგენა კი იქიდან გამომავალი ხმაურით შეძლეს, სახლიდან ქალის ყვირილი და ბავშვის ტირილი ისმოდა. მოძალადემ კარის გაღებაზე პოლიციას უარი უთხრა, რის შემდეგაც სამართალდამცავები იძულებული გახდნენ კარი შეემტვრიათ.  მოძალადე სახლში შესულ პოლიციასაც დაემუქრა და შეეცადა უკვე დაჭრილი ქალისთვის დანა კიდევ ერთხელ დაერტყა.  პოლიციის მოწოდებაზე რომ იარაღი დაეგდო, მამაკაცმა დაზიანებები საკუთარ თავსაც მიაყენა.

პოლიციამ საბოლოოდ მამაკაცის დაკავება შეძლო. განიარაღებისას ერთ პოლიციელს ქურთუკი გაეხა, მეორე პოლიციელი კი დაზიანებას ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა.

ქალისთვის მიყენებული ჭრილობები მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა, ის სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მამაკაცის დანაშაულში შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა და მას ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 7 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵"ჩემ შვილს, ეფემიას დაუდგინდა ცერებრული დამბლა... 40 დღე იბრძოდა ინკუბატორში... მერე გულის მანკი დაამარცხა, თირკმლის რეფლუქსიც... ვიმედოვნებთ, რომ მალე ფეხზეც გაივლის, ირბენს და ითამაშებს თანატოლებთან ერთად" - ფილიპე ხალვაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716019674

ახალი ამბები

„დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს, ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა...“ - პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გარდაბანში დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდებულს 16 -დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,...

შემთხვევები

1716017692

ახალი ამბები

„სრულყოფილებამდე მისვლა შეუძლია“ - კალცონა კვარაცხელიას გოლის შემდეგ

„ნაპოლის“ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ფიორენტინოს“ კარში გატანილ ეფექტურ გოლს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „კვარას“ შეუძლია, სრულყოფილებამდე დაიხვეწოს. „კვარა“ მნიშვნელოვანი მ...

კვარაცხელია

1716014859

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ევროპაში შიდა პრობლემებია - იქაც სერიოზული ზეწოლაა, რის გამოც საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესებისათვის სერიოზული ბრძოლა უწევთ ქვეყნებს

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროპაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა - არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ არ მოექცნენ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ....

პოლიტიკოსები

1716013865

ახალი ამბები

გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის დროებით, სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა

,,21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება," – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გ...

ზოგადი

1716013125

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლო...

მზიანი ამინდი