საბერძნეთში დღეიდან წარსულს ჩაბარდა ლოკდაუნი – რა იცვლება ჩვენს ყოველდღიურობაში

დღეიდან 14 მაისიდან საბერძნეთში ოფიციალურად დასრულდა ლოკდაუნი, რამაც საბერძნეთის მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი თავისუფლების საშუალება მისცა. თუმცა. ეს არ ნიშნავს პანდემიის დასასრულს და შესაბამისად, საზოგადოებამ არ უნდა შეწყვიტოს ინდივიდუალური ზომების დაცვა კორონავირუსის წინააღმდეგ (დისტანცია, პირბადე, ანტისეპტიკური ხელის ხსნარები).

დღეიდან, 14 მაისიდან გაუქმებულია:

👉13032 და 13033 ნომრებზე sms-ების გაგზავნის ვალდებულება

👉 გადაადგილება დაშვებულია 00:30 საათამდე
 
👉 იხსნება ტურიზმი, მუზეუმები და კაზინოები
 
👉 დაშვებულია რეგიონებსა და კუნძულებზე გამგზავრება

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულებზე გასამგზავრებლად სავალდებულოა:

👉 ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა, მეორე დოზიდან 14 დღის შემდეგ, ან კორონავირუსის ტესტის („თვითტესტი“ „სწრაფი ტესტი“ ან „PCR“ ) უარყოფითი რეზულტატის მოწმობის წარდგენა

👉 ასევე, კუნძულებზე გამგზავრება შესაძლებელია 2-დან 9 თვის განმავლობაში გადატანილი კორონავირუსის დაავადების დამადასტურებელი ცნობის საშუალებით
 
👉 რეგიონებში გადაადგილების დროს მკაცრად არის რეკომენდებული რეგულარული დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება
 
სავაჭრო ობიექტები დღეიდან იმუშავებენ click in και click away სისტემის გარეშე. თუმცა, კვლავ შეზღუდული იქნება მაღაზიაში დასაშვები მომხმარებელთა რაოდენობა (თითო მომხმარებელი 25 კვადრატულ მეტრზე).
 
რაც შეეხება სარესტორნო ქსელებს, დღეიდან 00:15 საათამდე გაიზარდა მათი სამუშაო გრაფიკი, თუმცა, კვლავ მუსიკის გარეშე.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

საბერძნეთის 32 კუნძული COVID 19-ისგან სრულიად თავისუფალია

რა ზომებს ტოვებს ძალაში საბერძნეთის მთავრობა?

⭕ საბერძნეთში არაფერი არ უნდა გახსნილიყო - ბერძენი პროფესორები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714321786

ახალი ამბები

„ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას“ - სოსო ფხაკაძე

„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგი...

ზოგადი

1714320940

სოციალური მედია

„ყოველთვის, სანამ საქართველოს დავტოვებ“ - ნუცა ბუზალაძე ტაძარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ იღებს მონაწილეობას, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ნუცა საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და მის ყოველდღიურ ამ...

ნუცა

1714318075

ახალი ამბები

„დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა“ - მამუკა მდინარაძე

„ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივან...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1714316435

სოციალური მედია

„ალაჰ აქბარის“ თქმა დაიწყო“- გოგა ჩანადირი, რომელიც ამსტერდამში იმყოფება, შოკის მომგვრელ კადრებს აქვეყნებს

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს: „მოკლედ, ამსტერდამში ვარ ჯგუფთან ერთად. რამდენიმე ადამიანმა სასტუმროში მეტროთი დაბრუნება გადავწყვიტეთ, შევედით მატარებელში და...

გოგა ჩანადირი

1714315120

სოციალური მედია

„მასტერი“ საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს - „ვიღაცებს ვუყურებ შორიდან და ძალიან სასაცილოები ხართ“

ცოტა ხნის წინ, რეპერმა Masteri-მა ახალი კომპოზიცია სახელწოდებით „ჩემი დროშაა ჯერ“ გაუზიარა საზოგადოებას. გარკვეული ნაწილისგან ვიდეოკლიპმა კრიტიკა დაიმსახურა, რასაც მასტერი სოციალურ ქსელში ვიდეოთი პასუ...

რეპერი