1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


ვერძი

მალე სრული ჰარმონია დაგეუფლებათ. მოგების მიღებას მხოლოდ მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით შეძლებთ. დროა, მუშაობის და დასვენების გეგმა შეიმუშაოთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები გელით. გირჩევთ, მნიშვნელოვანი მოვლენები დღის მეორე ნახევრისთვის დანიშნოთ.

კურო

ამ დღეს ფულადი სახსრების მოულოდნელი ნაკადი გელით, რაც სავარაუდოდ, თქვენი რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგია. გავლენიანი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, მაგრამ უცნობია, ეს როლი დადებითი იქნება თუ უარყოფითი. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აისრულოთ.

ტყუპები

ამ დღეს ოჯახური პრობლემები დამატებით ხარჯებს მოითხოვს. დიდი შრომა დაგჭირდებათ, რომ ფინანსური პრობლემები აღმოფხვრათ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიზანს მიაღწიოთ. ამჟამად თქვენთვის პრიორიტეტული კონკრეტულ მოგებაზე ფიქრი უნდა იყოს და არა გრძელვადიანი გეგმები. სავარაუდოდ, საკუთარი საქმიანობის მიმართ ინტერესს დაკარგავთ და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. შეეცადეთ საკუთარი გეგმების განხორციელებაში ახალი ხალხი ჩართოთ.

კირჩხიბი

რამდენიმეთვიანი ძალისხმევის შედეგად სასურველ შემოსავალს მიიღებთ. ადამიანები, ვისაც ამ დღეს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, მაგრამ ეს არ არის ცნობილი, ეს როლი დადებითი იქნება თუ არა. ახალი იდეები თქვენს მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს.

ლომი

წინა დღეების კონფლიქტური ფონი თანდათან მოწესრიგდება, კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობები სტაბილური გახდება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ხნის სურვილი აისრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მიტევება და დიდსულოვნება გამოიჩინოთ. ერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობებში სიბრაზის გამოჩენას. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზები ან საჩუქრები გელით.

ქალწული

გირჩევთ, ეს დღე სახლს, ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. იზრუნეთ ძველი საქმეების დასრულებაზე და ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის მდგომარეობას. ეცადეთ, ფინანსები აკონტროლოთ, რადგან წინ კიდევ გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით და უმჯობესია, წინასწარ მოემზადოთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია არასტაბილურობა - დაღლილობა და იმედგაცრუება ისევე სავარაუდოა, როგორც კმაყოფილება და სიხარული.

სასწორი

ამ დღის დევიზია საკუთარი თავის რწმენა. გულთან ახლოს არ მიიტანოთ ის, რაც ამ დღეს მოხდება და არავითარ შემთხვევაში იმედი არ დაკარგოთ. იზრუნეთ ძველი საქმეების დასრულებაზე და ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის მდგომარეობას. ეცადეთ, ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ.

მორიელი

ჰარმონიის, მშვიდობისა და მოვლენების სწორი მიმდინარეობის დღეა. თუ ყურადღებას მოიკრებთ და დღეს სწორად დაგეგმავთ, საღამოს სიმშვიდეს და კმაყოფილებას იგრძნობთ. შეიძლება, სახლიდან მოშორებით ახალი პერსპექტივები აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე კოსმოსური ენერგიის გარდაქმნებთან ასოცირდება. სავარაუდოდ, დღეს საკუთარი საქმიანობის მიმართ ინტერესს დაკარგავთ და ყველა წამოწყებით იმედგაცრუებული დარჩებით. თქვენი ნებისმიერი აგრესია, წყენა და დომინირების სურვილი შეიძლება, თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს.

თხის რქა

წინა დღეების კონფლიქტური ფონი გაიფანტება და ვარსკვლავები თავიანთ კეთილგანწყობას დაგიბრუნებენ. თქვენი ძალისხმევა მომავალ წარმატებებს ნელა, მაგრამ მყარად აშენებს.

მერწყული

შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შანსი გაქვთ, რომ რაღაც არაჩვეულებრივი შექმნათ. ადამიანების დარწმუნების უნარი დაგეხმარებათ, გავლენიანი პირების მხარდაჭერა მოიპოვოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები და პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მიმართ პრეტენზიები ფხიზლად შეაფასოთ. სურვილის შემთხვევაში ბევრი რამის გამოსწორება შეგიძლიათ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები დილას დანიშნოთ. აკონტროლეთ ჯანმრთელობა, განსაკუთრებით - პირის ღრუს მდგომარეობა.

 

წყარო: funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715543161

საზოგადოება

გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თანაც ბრწყინვალედ, ლა ლიგაში „ვალენსიას“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახ...

იტალია

1715540360

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სად შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმ...

შუქის შეზღუდვა

1715537227

ახალი ამბები

ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რ...

რატი ბრეგაძე

1715532145

ახალი ამბები

„თბილისის მეტრო მუშაობას და მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს “ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა, - ამის შესახებ თბილისი სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც დედაქალაქის მერიის პრესსა...

ზოგადი

1715527582

ახალი ამბები

„სანამ თქვენ საფრანგეთში უზრუნველად ცხოვრობდით, ჩვენ ამ მიწაზე ვებრძოდით რუსებს“ - მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს - „შინაგნად” დაშინებული ბრძანდებით...

მაია ბითაძე