8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8  ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


ვერძი

ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარების, ეჭვების დაძლევისა დეა მტრებზე გამარჯვებისთვის. ეცადეთ, გრძნობების გამოვლენაში სიფრთხილე, გარკვეული ანგარიშიანობაც კი გამოიჩინოთ, რადგან ეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაში შესაძლო პრობლემებისგან დაგიცავთ. საღამოს ძველ მეგობართან შეხვედრა ან სასიხარულო ცნობა გელით.

კურო

არახელსაყრელი დღეა მკითხაობისა და მაგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედებისთვის - ამას შეიძლება, მძიმე და გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. მოსალოდნელია უსიამოვნებები ან ფინანსური ზარალი, რაც შეიძლება, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე აისახოს. გირჩევთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

ტყუპები

ნელ-ნელა იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა, ძლიერდება აურა. გირჩევთ, ეს დღე ურთიერთობებს, შეხვედრებს ან შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ. ეცადეთ, ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობა და ფიზიკური დატვირთვა.

კირჩხიბი

ამ დღემ შეიძლება, თქვენი ცუდი წინათგრძნობა დაადასტუროს. სავარაუდოა, რომ პრობლემები ახლობლებთან ურთიერთობას და ცხოვრების მატერიალურ მხარეს შეეხება. ამ დღეს სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა. მეგობრებთან საუბარი, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და სასიყვარულო ურთიერთობები კმაყოფილებას მოგიტანთ. შემოქმედებითი საქმიანობა შეიძლება შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცეს. ამ დღეს მხოლოდ ყოველდღიური, გადაუდებელი საქმეები უნდა აკეთოთ. საღამოს მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი. ეცადეთ, მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ქალწული

დაუფიქრებელ მოქმედებებს და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას უნდა ერიდოთ. უსიამოვნო სიახლემ შეიძლება თავგზა დაგაკარგვინოთ. თუ პრინციპულად და გონივრულად იმოქმედებთ და საჭირო კონტაქტებს დაამყარებთ, შექმნილ პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით.

სასწორი

პირადი ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად ხელსაყრელი დღეა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი უნდა გაითვალისწინოთ. საღამოს ყველანაირი სირთულისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ოჯახში ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნას შეძლებთ. გირჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. ბავშვებთან ურთიერთობა საკუთარ შეცდომებს დაგანახვებთ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ახლა დაიწყოს ხელსაყრელი პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე სასარგებლო გავლენას მოახდენს.

მშვილდოსანი

ეს დღე კოსმოსური ენერგიის ათვისებას უკავშირდება. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული ხიბლი იზრდება. საკუთარი სიმართლის რწმენა და თავდაჯერება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, პოზიციები არ დათმოთ.

თხის რქა

ეს დღე მოულოდნელობებით სავსეა. თქვენი აქტიურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ენთუზიაზმი მატერიალური კეთილდღეობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის - მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გირჩევთ, სიზმარში ნანახი საიდუმლოდ შეინახოთ.

მერწყული

დღეს ბევრ მერწყულ მამაკაცს ექნება შესაძლებლობა, თავის რჩეულს ერთგულება დაუმტკიცოს. სასურველია, რომ საღამო რომანტიკული სანთლის შუქზე, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. დროა, უთხრათ ის, რის თქმასაც დიდი ხანია, გეგმავთ.

თევზები

ამ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში შეიძლება წინა დღის ხელსაყრელი ტენდენციები გაგრძელდეს, რაც ბევრ თევზს საშუალებას მისცემს, კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოს, მაგრამ ეს ამჟამინდელი პრობლემებისგან არ გაგათავისუფლებთ. სასურველია, პრობლემების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ.

 

funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715522628

ახალი ამბები

„პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას“ - ირაკლი კობახიძე

„საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია და გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე

1715521399

ახალი ამბები

„მგონი ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება“ - ირაკლი კობახიძე

„სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მით უმეტეს ქართული საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმ...

ირაკლი კობახიძე

1715519338

საზოგადოება

„არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც სათავე და წყაროა მშვიდობისა“ - ილია მეორის მიმართვა

„ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც ა...

აა

1715515781

საზოგადოება

„ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი“ - მამა შალვა კეკელია

„ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ ხოლმე ის არხები, რომლებიც ეკლესიას ანადგურებდნენ“, - ამის...

მამა შალვა კეკელია

1715511107

ახალი ამბები

13 მაისიდან პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამ...

პარლამენტი გარედან