10 წლის წინ უგზო-უკვლოდ გამქრალი გოგონას საქმეს ფარდა აეხადა?!

იტალიაში, კერძოდ კი აჩირეალეში, პოლიციამ 10 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 60 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც კატანიის სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციამ საქმე ქუჩის ტელეკამერების მორიგი კონტროლის შემდეგ განაახლა, როდესაც ჩანაწერები ერთ-ერთი მოწმისა და ეჭვმიტანილის ჩვენებას არ დაემთხვა. 

ბრალდების მუხლიდან ვიგებთ, რომ მამაკაცს მკვლელობასა და გვამის გადამალვაში ედება ბრალი. ბრალდებულს სამხილების დამახინჯებასა და ყალბი ალიბის შექმნაშიც ედავებიან.

საქმე ეხება 2012 წლის ივნისში, საკუთარი სახლიდან გამქრალ აგატა სკუტოს, რომელიც იმ დროისთვის სულ რაღაც 22 წლის იყო. 

გოგონა, რომელსაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები ჰქონდა და გარეთ მარტო არასდროს გადიოდა, საკუთარი სახლიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 

გოგონას მამინაცვალზე, რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ეჭვი. როდესაც გოგონას დედამ ძებნის გამოცხადების თაობაზე პოლიციაში განცხადება შეიტანა, მამინაცვალმა ჩვენება მისცა, რომ მან აგატა, გაქრობის დღეს, მოტოციკლზე ქერა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად დაინახა.

ამ ჩვენების საფუძველზე ოჯახმა იფიქრა, რომ გოგონა საკუთარი სურვილით წავიდა სახლიდან და პოლიციიდან განცხადება გამოიტანა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გოგონას დედას ეჭვი გაუმძაფრდა, რომ მისი შვილის საქმეში, საკუთარი მეუღლის ხელი ერია. ქალის აზრით, მამაკაცმა გოგონასთან ინტიმური ურთიერთობა დაამყარა, რის შედეგადაც აგატა ორსულად დარჩა და მამინაცვალმა ის ფაქტების დამალვის მიზნით მოკლა, ხოლო გვამი გადამალა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715522628

ახალი ამბები

„პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას“ - ირაკლი კობახიძე

„საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია და გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე

1715521399

ახალი ამბები

„მგონი ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება“ - ირაკლი კობახიძე

„სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მით უმეტეს ქართული საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმ...

ირაკლი კობახიძე

1715519338

საზოგადოება

„არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც სათავე და წყაროა მშვიდობისა“ - ილია მეორის მიმართვა

„ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც ა...

აა

1715515781

საზოგადოება

„ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი“ - მამა შალვა კეკელია

„ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ ხოლმე ის არხები, რომლებიც ეკლესიას ანადგურებდნენ“, - ამის...

მამა შალვა კეკელია

1715511107

ახალი ამბები

13 მაისიდან პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამ...

პარლამენტი გარედან