200-ევროიან დახმარებას მიიღებს ყველა დასაქმებული, უმუშევარი, პენსიონერი, მათ შორის ოჯახში მომუშავე პირები (Golf, Badanti) და თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს
იტალიის მთავრობის მიერ 200 ევროს ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე, ჩვენ ამბის გაჟღერებისთანავე დავწერეთ, თუმცა ბევრი დეტალის შესახებ ეტაპობრივად ხდება ცნობილი და ვეცდებით სიახლეები დაწვრილებით გაგაცნოთ.
ერთადერთი მთავარი და სავალდებულო მოთხოვნა 200 ევროს ერთჯერადად მიღებისა არის, რომ თქვენი შემოსავლები წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ევროს.
დახმარებას მიიღებს ყველა პენსიონერი, უმუშევარი, დასაქმებული, მათ შორის ოჯახში მომუშავე პირები (Golf, Badanti) და თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ასევე ცნობილია, რომ პენსიონერ, დასაქმებულ და უმუშევარ ადამიანებს აღნიშნული თანხა ივლისის თვეში პირდაპირ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე დაერიცხებათ. უფრო დეტალურად კი, პენსიონერები მიიღებენ თანხის გასანაღდებელ სოციალურ ბარათთან ერთად ივლისის პირველ დღეებში, როგორც ჩვეულებრივ ერიცხებათ ხოლმე საპენსიო თანხა.
უმუშევარი ადამიანები, მათ შორის, ისინიც ვინც სარგებლობენ სოციალური დახმარებით ,,Reditto di Citadinanza" ერთჯერად დახმარებას 200 ევროს ოდენობით მიიღებენ პირდაპირ Inps-დან (სოციალური დახმარების ეროვნული ინსტიტუტიდან) და ამ შემთხვევაში კონკრეტული თარიღი ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე არ არის გარკვეული, თუმცა ვარაუდობენ ივლისის თვეს.
რაც შეეხება დასაქმებული ადამიანების კატეგორიას, 200 ევრო მათთან პირდაპირ სახელფასო ფურცელზე ავტომატურად დაირიცხება იმავე თვეში, როგორც სხვებთან, მაგრამ დამოკიდებულია ცალკეულ კომპანიებზე (დამსაქმებელზე) სადაც ისინი მუშაობენ. შესაბამისად, ყველასთვის ერთი და იგივე რიცხვი ვერ იქნება თანხის დარიცხვის დრო.
თვითდასაქმებულთა ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა. დღეიდან ცნობილია, რომ სპეციალური ფონდი შეიქმნება და დეტალები განკარგულებით განისაზღვრება. სავარაუდოდ, თანხის დარიცხვა, მათთვისაც ივლისის თვეში მოხდება.
თემის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს როგორ განვითარდება მოვლენები, რა ცვლილებები შევა და აუცილებლად მოგაწვდით დამატებით, სრულყოფილ ინფორმაციას.
წყარო: stranieriinitalia.it
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის რეჯო-ემილიადან
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 “სანატორია 2020” - რა ეტაპზეა განაცხადების განხილვა
📌 იტალია: დამატებით 110 მილიონი ევრო, უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად
1791305468
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე გერმანული ოთხი ფონდის (კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი) წასვლასთან დაკავშირებით საქართ...
1791304037
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...
1791299576
ახალი ამბებიჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...
1791299385
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1791298228
საზოგადოება„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...






























