იტალია: დამატებით 110 მილიონი ევრო, უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად

იტალიის მინისტრთა საბჭო უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად, დამატებით 110 მილიონ ევროს გამოყოფს. კანონი ,,ენერგეტიკისა და ინვესტიციების" შესახებ, 2 მაისის საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რაც 2022 წლისთვის უკვე გამოყოფილი ფინანსური რესურსების გაზრდას ითვალისწინებს უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად.

ახალი დადგენილების მიხედვით, მთავრობის მიერ შემუშავებული ლტოლვილთა მიმღები ცენტრების გაძლიერება მოხდება, რომ იტალიამ შეძლოს ომის შედეგად განსაკუთრებული საჭიროების მქონე უკრაინელი ლტოლვილების მიღება.

კერძოდ, საუბარია 13 000 უკრაინელ ლტოლვილზე. ასევე 58 მილიონი ევროა გამოყოფილი მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ომის პერიოდში ობლად დარჩენილი, უკრაინელი, არასრულწლოვანი ბავშვების მიღებას. ყველა იმ საჭირო სოციალური სერვისების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი, ობლადმყოფი ბავშვების უსაფრთხო, უზრუნველყოფილი გარემოსთვის.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში, განმარტავენ, რომ დაფინანსება გულისხმობს, უკრაინელი ობლად დარჩენილი, არასრულწლოვანი ბავშვებისთვის აკრედიტებულ, ავტორიზებულ სტრუქტურებში მათ დაბინავებას ან მინდობით აღზრდაში გადაცემას ოჯახისთვის. ჩართული სტრუქტურები კი სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ.

ჯერჯერობით უცნობია, უკრაინის რამდენი მოქალაქე დაიღუპა ომის პერიოდში და რამდენი ბავშვი დარჩა ობლად. ომის შედეგად დაობლებული ბავშვების ბაზის შექმნა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოხერხდება.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის რეჯო-ემილიადან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 "იტალიის დრო" - 07/05/2022 - ExclusiveTV-ის იტალიის ბიუროს ყოველკვირეული საინფორმაციო გამოშვება

📌 იტალია - როგორ მივიღოთ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა

📌 იტალია - დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, სამგზავრო ბარათებზე, 60 ევროიანი ფასდაკლება ექნებათ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795203061

ახალი ამბები

წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ

გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე მიიღონ იმგვარი რეგულაციები, რომელიც სამომავლოდ 10-წლიან მორჩილებაში ამყოფებს წევრებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ევრონიუსის...

ნინო წილოსანი

1795201813

მსოფლიო

ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობით 1945 წლის იალტის კონფერენციას შეადარა – „ეს საოცარი მოვლენა იყო“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრას „სამეულის სამიტი“ უწოდა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრა „ნა...

დონალდ ტრამპი

1795200707

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ოპოზიციონერ ნიკო მანაგაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, კუჭაშვილი აზიარებს მანაგაძის პოსტს, რომელიც ფო...

შაკო კუჭაშვილი

1795198071

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...

 დავით მათიკაშვილი

1795196078

ახალი ამბები

მანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარ...

დიალოგი გაიმართა