3, 400 იტალიელი ჯარისკაცი მზადაა - ყველაზე ბნელი დღეები ევროპის ისტორიაში. რა სანქციებს დაუწესებს იტალია რუსეთს
იტალიის პრემიერმა, მარიო დრაგიმ საზოგადოებას პარლამენტიდან აცნობა იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ევროპა მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დღეს, მარიო დრაგიმ, პარლამენტში უკრაინის კრიზისის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. პრემიერმა დაგმო რუსეთის აგრესია და პრეზიდენტ ზელენსკის სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
„ევროპაში ომის დაბრუნება შეუძლებელია. იტალია აბსოლუტური სიმტკიცით გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა. მან ასევე ისაუბრა, დილით პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარზე.
ევროპასა და ნატოს პასუხი კომპაქტურია. ალიანსი სამხედრო თვალსაზრისით უკვე გააქტიურდა, განმარტა პრემიერმა. “გუშინ ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის დებულებების საფუძველზე და დაამტკიცა ეტაპობრივი რეაგირების ხუთი გეგმა, რომელიც ამ პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს აღმოსავლეთში შემაკავებელი პოზის კონსოლიდაციას“.
იტალია მზადაა უკრაინას არმიის, საზღვაო ძალების და საჰაერო ძალების დაახლოებით 1400 კაცი და დამატებით 2000 ჯარისკაცი მიაშველოს.
ამავდროულად, გაერთიანებულმა ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაატარა, „ ძალიან მკაცრი და მკვეთრი ზომები, რომლებიც მზადდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში “. საკანონმდებლო აქტები ამჟამად ბრიუსელში განიხილება, ამიტომ პრეზიდენტმა დრაგიმ ვერ შეძლო დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ამ საკითხებზე პრემიერი ვრცელ განცხადებას სამშაბათს გააკეთებს. მოსალოდნელია, რომ სანქციები დაწესდება ფინანსურ და ენერგეტიკის, ასევე ტექნოლოგიურ სექტორზე.
სხვა სიახლეები:
🔵 ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პაპმა პროტოკოლს გადაუხვია და კონფლიქტის დროს საელჩოში თავად მივიდა
1790099517
საზოგადოებააზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...
1790098124
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...
1790095730
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...
1790093826
მსოფლიოერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. „ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტუ...
1790092023
მსოფლიოტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადე...



























