ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პაპმა პროტოკოლს გადაუხვია და კონფლიქტის დროს საელჩოში თავად მივიდა

პაპი ფრანცისკე ვატიკანში არსებულ რუსეთის საელჩოში მივიდა და რუსეთის ელჩს გადასცა შეშფოთება უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო.

როგორც სააგენტო Reuter.com წერს, პაპის საელჩოში ვიზიტი უპრეცედენტო შემთხვევაა და ერთგვარად დიპლომატიური პროტოკოლიდან გადახვევა.

როგორც ვატიკანის პრესსპიკერმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, პაპმა დაახლოებით 30 წუთი გაატარა საელჩოში.

ითვლება, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის დროს პაპი საელჩოში თავად მივიდა ელჩთან სასაუბროდ. ჩვეულებრივ, უცხოელ ელჩებს იბარებს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ან ისინი პაპს სამოციქულო სასახლეში ხვდებიან.

”ის წავიდა, რათა შეშფოთება გამოეხატა ომზე, ” - განუცხადა ბრუნიმ Reuters-ს. კითხვაზე, შესთავაზა თუ არა მხარეებს 85 წლის პაპმა ვატიკანის შუამავლობა, ამაზე ბრუნი არ საუბრობს.

სხვა სიახლეები:

📌 “წმინდანის ქანდაკება, ყვავილების თაიგულით შევამკე, სადაც ამ წუთებში რუსი, ქართველი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხი მშვიდობისთვის ერთად ლოცულობენ“ - ქალაქ ბარის მერი

📌 Exclusivetv.ge-ს ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის კითხვა ტოსკანას პრეზიდენტს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (ვიდეო)

📌 „ვტიროდი, იტალიელი ქალბატონი მაკვირდებოდა - უკრაინელი ხარ?! - არა ქართველი! საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო“ - ემიგრანტის წერილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790099517

საზოგადოება

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...

ბაქო

1790098124

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...

ირაკლი კობახიძე

1790095730

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790093826

მსოფლიო

ერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. „ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტუ...

ერდოღანი ერდოღანი

1790092023

მსოფლიო

ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადე...

დონალდ ტრამპ