„არ გაატაროთ ეს სტატუსი გთხოვთ! იტალიელი დამსაქმებელი, ინფიცირებულ ქართველ ემიგრანტს ქუჩაში აგდებდა!“ - ფიქრია კუჭუხიძე
იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფ“-ის (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე, პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„არ გაატაროთ ეს სტატუსი გთხოვთ! ახალჩამოსული ქალბატონების საყურადღებოდ! როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე რჩებით არალეგალები, იტალიაში შეგიძლიათ მიხვიდეთ „აზლში“ და მოითხოვოთ STP (ჯანმრთელობის დაზღვევის დროებითი ბარათი)! ავიყვანოთ პირადი ექიმი და მოგვენიჭება დროებითი კოდი! ამავდროულად გაქვთ საშუალება მოითხოვოთ პერმესო - „აზილო პოლიტიკო“ მოტივით per casi speciali ანუ ძველი ჰუმანიტარული და იყოთ დაცულები ამ ქვეყანაში, გაძევებისაგან, დამსაქმებლის მხრიდან არ შეგექმნებათ პრობლემა, ამ დროს ის უკვე ვალდებულია დაგიდოთ სამუშაო კონტრაქტი და როდესაც ქვეყანაში პანდემიის ძლიერი ტალღაა და დავირუსების მაღალი რისკი. არ შეგექმნებათ ასეთი დიდი პრობლემები რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით.
არსებობს ამისთვის გზამკვლევი, საემიგრაციო პატრონატოები, მოდით, მიდით და დაკვალიანდით.....რადგან მარტო დღეს ერთი ადამიანის პრობლემის მოგვარებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. სრული ქაოსია, არ გვიღებს „აზლი“, არ აინტერესებთ, ხმა რომ ამოვიღო და მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურას, უსაბუთო ვართ და პრობლემა გვექმნება ამიტომ.
მოვიგვაროთ ხალხნო ეს პრობლემა და ყველანი ვიქნებით მშვიდად. მე აქ ვარ და კითხვა პასუხით ვერ ვიმუშავებ. მოდით და დაგაკვალიანებთ. სხვა რა ვთქვა ნამდვილად არ ვიცი.“ - წერს ფიქრია კუჭუხიძე.
ფიქრია კუჭუხიძე exclusivetv.ge-ს იტალიის ბიუროს დაუკავშირდა და ზემოთ ხსენებული წერილის მიზეზებზე ისაუბრა.
გუშინ ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტ ქალბატონს, რომელიც ოჯახში მოხუცის მომვლელად მუშაობს, იტალიელი დამსაქმებელი სახლიდან წასვლას იმ მიზეზით აიძულებდა, რომ მას კოვიდ19 დაუდასტურდა.
შემთხვევა, გუშინ, ღამის საათებში მოხდა. რომ არა წინააღმდეგობის გაწევა, მომვლელს ღია ცის ქვეშ ყოფნა ემუქრებოდა. მომვლელმა შეძლო ერთი ღამით დარჩენის უფლების მოპოვება, თუმცა მოხუცის შვილმა დილით ისევ აიძულა დაეტოვებინა სახლი.
„ანოლფ“-ის ქართველი ოპერატორის და ინფიცირებული ემიგრანტის მეგობრის აქტიური ჩარევის შედეგად, ოჯახი იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო იმ მომვლელის წინაშე, რომელიც მათთან ოჯახში მუშაობდა და რომ არა, მთელი რიგი გატარებული ღონისძიებებისა, სახლიდან აგდებდა.
ქვეყანაში, სადაც ინფიცირების შემთხვევები მატულობს და პანდემიის მართვის მიზნით, მთავრობა ახალ რეგულაციებს აქვეყნებს, რიგითი ემიგრანტები ყველაზე მეტად დაუცველი და უძლურნი აღმოჩნდნენ.
როცა თქვენი უფლებები ირღვევა, დარეკეთ იტალიის შრომით გაერთიანების პროფკავშირი აპულიის რეგიონში ტელ: +39 080 5246355 ელფოსტა: [email protected]
იტალიის შრომის გენერალური პროფკავშირი: ტელ: 080 5736111 · ელფოსტა:[email protected]
იტალიის მშრომელთა კავშირი: ტელ: 080.5018968 – 080.5648982 – 080.5648991 · ელფოსტა: [email protected]
ასევე შეგახსენებთ:
ქ. ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამუშაო დღეებში 15:00 საათიდან 17:00 ჩათვლით სატელეფო კონსულტაციისათვის შემდეგ ნომრებზე:
+39 0809189650 ან +39 0809189651
მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისას, შემდეგ ნომრებზე:
+393662024636 ან +393386164952
გადაუდებელი შემთხვევები მოიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ შემთხვევებს როგორიცაა: დაპატიმრება, გარდაცვალება, სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევები, (დარეკეთ 112 (24/7) ჯერ იტალიის ხელისუფლებისგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად) ასევე ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლი.
რომელი შემდეგი სიტუაციები არ არის გადაუდებელი:
• დაკარგული ან მოპარული პასპორტები
• ფინანსური საკითხები
• საკონსულოში ვიზიტის ჩანიშვნის ინსტრუქციები და სხვა საკონსულო მოქმედებები.
ხათუნა შარაძე. იტალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ფიქრია კუჩუხიძე: „ჩემი ხმაურის მიღმა, სამარისებური სიჩუმეა და ამ სიჩუმის ფასი მხოლოდ მე ვიცი“
📌 ქართველმა ბანმა იტალიაში კლასიკური მუსიკის კონკურსში გაიმარჯვა
📌 როგორი ამინდი იქნება 11 იანვარს იტალიაში
📌 მაღაზიაში, ქურდობის ფაქტზე ქართველი ქალი დააკავეს
1789650878
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და...
1789650768
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...
1789648500
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა...
1789648275
საზოგადოებაგივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის...
1789646939
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
„ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში“, - განა...


























