ემიგრანტის წერილი: “ჩამოვჯდები ცივ ქვაზე და ახლოდან მოგიყვები დე, დამელოდე“

მედია მაუწყებელი exclusivetv.ge-ს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტების მხარდაჭერა გახლავთ. საინფორმაციო სააგენტო ნიჭიერ ემიგრანტებს სიამოვნებით უთმობს პლატფორმას და ემიგრანტთა წერილებს, ფართო აუდიტორიას ხშირად უზიარებს.

დღეს, ლალი კობახიძის, იტალიაში მყოფი ემიგრანტის წერილს გთავაზობთ. წერილი საკონკურსოა. ორიოდე სიტყვით კონკურსის შესახებ.

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, მზია წულუკიძე, სოციალურ ჯგუფ, ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან (Immigrant's diaries from America) ერთად, ატარებს კონკურსს - #ემიგრანტისწერილები. კონკურსის ინიციატორი,  ორგანიზატორი და სპონსორი, მზია წულუკიძე გახლავთ.

კონკურსის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ნიჭიერი ემიგრანტები გააერთიანოს და მათ რუტინულ ყოველდღიურობაში, შემოქმედებითი შტრიხები შეიტანოს. #ემიგრანტისწერილების დასკვნითი ღონისძიება ამერიკაში გაიმართება.

წერილი დედას!

„გამარჯობა დედი, წერილი ბოლოს რომ მოგწერე სულ პატარა ვიყავი და 8 მარტს გილოცავდი, მახსოვს გაგიხარდა ... მე ახლა ემიგრანტი მქვია დე. შენ არ იცი, იმიტომ რომ იჩქარე და ჩემზე ადრე წახვედი...
29 ნოემბერს ზუსტად 2 წელს ათვლის ჩემი ემიგრაციის პერიოდი იტალიაში. მანამდეც სულ გასული ვიყავი, იცი შენ.. იყო თურქეთი, მანამდე რუსეთიც იყო.. საითაც "უუუუუ" იხუვლებდა საშოვარზე გასული მასა, იქით მივსდევდი. სულ წასული ვიყავი, ამიტომაც დაგერქვა ჩემი შვილის გამზრდელი დე.

რა მექნა გენაცვალოს ლალუკა? ბაღშიც ვიმუშავე 6 მანეთად. მერე „ვაჭრუკანაც“ ვიყავი ბაზრობაზე და კუპონიზაციამ მომისწრო. კი იცი ჩემი შანსის ამბავი შენ, ბოლომდე უნდა დავიხარჯო რომ ვჭამო.
შენ კი ძალიან გინდოდა, მაგრამ მე უკვე მივეჩვიე რომ მასწავლებელი აღარასდროს ვიქნები და რომ ჩემი ხვედრია ვიყო შეწირული... იცოდი, რომ ჩვენ ემიგრანტები შეწირულები ვართ? როდესაც ქვეყანაში სიდუხჭირეა, როდესაც ოჯახები საარსებოდ მინიმუმსაც ვერ მოიპოვებენ, იძულებულნი არიან გაწირონ ერთი წევრი და გაუშვან საშოვარზე. თუ კაცი მიდის „საუკეთესო ვარიანტია“, თუ ქალი: - საშინელებაა. ოჯახი რჩება დედის, ცოლის, ბურჯის გარეშე
და იცი მთავარი სირთულე რა არის? სახლიდან მოცილება, სიმარტოვე ან გაუსაძლისი ყოფა კი არა, ყველაფერი ერთადაა რთული. ოჯახის დანაწევრება, მონატრება, საუკეთესო წლების დაკარგვა, გაუცხოება, გაცივება, ვალდებულება.

ამ ქვეყანამ, ფეხზე დგომის ძალა მომცა, უნარი მომცა ბრძოლის. სულ სხვა კუთხით დამანახვა თავი. ძლიერი ვყოფილვარ დე - არ ვიცოდი. შენ კი იცოდი და სულ მამხნევებდი -„შენ მაგარი გოგო ხარ, დედა გენაცვალოსო“.

მენატრები დე. ყველა და ყველაფერი მენატრება, ჩემი მიწა-წყალი, გავერანებული, გაპარტახებული მინდორ-ველი. ლიმონის და ცელოფნების გამყიდველი ბებოებიც მენატრებიან, ის ციგნის ბავშვებიც კი მენატრებიან ფეხებში რომ გებლანდებიან და „სალფეთქებს“ გაჩეჩებენ ხელში...

სულ ვფიქრობდი, რომ ჩემს მუდმივ გასვლებს მიეჩვიეთ სახლში. ნერვიულობენ და მგულშემატკივრობენ, მაგრამ მიეჩვივნენ მეთქი ვფიქრობდი. ახლა სხვაგვარად ვფიქრობ. რთული ყოფილა სუნთქვაშეკრული ცხოვრება. ახლა მესმის შენი დე, სულმოუთქმელად რომ მელოდი ყოველ ჯერზე. გამუდმებით ვგეგმავ უკან დაბრუნების დღეს ,რომელიც როგორც წესი, ყოველთვის გადავადდება ხოლმე დედი, თუმცა მთავარი მაინც დაგეგმარებაა, ეგ დღე მასულდგმულებს, მაძლიერებს და მინათებს საქართველოში დასაბრუნებელ გზას.

ერთ დღეს მართლა ავფრინდები დედი. ხომ გჯერა ჩემი? გადმოვიფრენ ათასობით კილომეტრს, მოვალ შენთან, ჩამოვჯდები ცივ ქვაზე და ახლოდან მოგიყვები, როგორ გადამატანინა ამ ქვეყანამ უშენობა. მანამდე კი წერილებს მოგწერ და აივნიდან მონაბერ სიოს გამოვატან შენამდე დედავ ჩემო. დამელოდე.“ - წერს ლალი კობახიძე.

მსგავსი თემები:

📌 “უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას“

📌 „მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, ოჯახს დანატრებული ქალები“ - ემიგრანტის ქალის წერილი

📌 ბატონი ბრძანდებით მეთქი და ყოველ ღამით, ძილის წინ კი განვისვენებდი შუა „ზალაში“ - ემიგრანტის წერილი

📌 “ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?! მთელი ერის ჭკუა-გონება მხოლოდ ათიოდე პროცენტს და დანარჩენს ნული?!“ - სოლომონ ნერგაძე

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715427349

ახალი ამბები

17 მაისს ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი ჩატარდება

 საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ წელსაც, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრევლი ლოცვით მსვლელო...

დდ

1715427232

სპორტი

მადრიდის „ატლეტიკო“ ახალ სეზონში გიორგი მიქაუტაძის დამატებას გეგმავს

მადრიდის „ატლეტიკო“ ახალ სეზონში გიორგი მიქაუტაძის დამატებას გეგმავს – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას Transfersdot-ი ავრცელებს. „ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელს, გიორგი...

მიქაუტაძე

1715423947

ახალი ამბები

დედამიწაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო

დედამიწაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელსაც ყველაზე მაღალი, G5 დონე მიანიჭეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. G5 არის ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ქ...

მაგნიტური ქარიშხალი

1715423710

ახალი ამბები

„ნაპოლი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს - იტალიელი ჟურნალისტი

„ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ზაფხულში გაყიდვას არ გეგმავს - ამის შესახებ გავლენიანი იტალიელი სპორტის ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ში წერს. „პრემიერლიგის კლუბები...

აა

1715423623

საზოგადოება

„ერთადერთი უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნებაა“, სხვა ალტერნატივა ნგრევა, ომი და ქაოსია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ერთადერთი უალტერნატივო ძალა არის „ქართული ოცნება“. მეგობრებო, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა ეს არის ნგრევა, ომი, ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ...

ირაკლი