ემიგრაცია: „ქრისტიანობა გაყიდული სამსახურის ფულით ტაძარში დანთებული დიდი სანთელი არაა, არც ნაჩქარევად გადაწერილი პირჯვარი და არც მუხლებზე დგომა“ - ლელა ლაჩაშვილი

ისევ და ისევ სამსახურის გამყიდველების საყურადღებოდ! - იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრები ემიგრანტი, პოეტი ლელა ლაჩაშვილი, საემიგრაციო ჯგუფ „ქართული დიასპორა იტალიაში/Diaspora georgiana in Italia“, მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

- უამრავჯერ დავწერე და კიდევ შეგახსენებთ, ჯგუფში სამსახურები არ იყიდება, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ თანამემამულეს, მისცეთ სამსახური უანგაროდ, გაეცით მადლი არ იკარგება და თქვენ თუ არა თქვენს მომავალს დაუბრუნდება ერთი ათასად. ვინც ასე არ ფიქრობს მაშინ ჩათვალოს რომ ამ ჯგუფში არაფერი ესაქმება და დატოვოს ჯგუფი, არის უამრავი ჯგუფები და შეუერთდეს მას.

არ წავიკითხავ და წავშლი კომენტარებს: "ვისაც დავეხმარე არავინ დამიფასა", " უფულოდ მიცემულს ფასი არ აქვს" და ასე შემდეგ... ამ ჯგუფის დაფუძვნების ერთ-ერთი მიზანი იყო ის რომ ერთმანეთს დავხმარებოდით ყოველგვარი სასყიდელის გარეშე და ახლა ის რომ ვიღაცას სამსახური მიყიდეს და თვითონაც იგივე უნდა რომ აკეთოს, აზრს ვერ შემაცვლევინებს ვერც მე და ვერც ჩემს „ადმინებს“.

შვიდი წელია აქ ვარ, უამრავი სამსახური გამიცია ისე რომ არც ვიცი ვის მივეცი, მადლობაც არ მომისმენია, მაგრამ რა მოხდა მერე? ქრისტიანობა გაყიდული სამსახურის ფულით ტაძარში დანთებული დიდი სანთელი არაა, არც ნაჩქარევად გადაწერილი პირჯვარი და არც მუხლებზე დგომა. "საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო" გვებნება უფალი. განა რა გეხარჯება იმაში, რომ გასცე სამსახურის ნომერი.

მოხუცებთან ვმუშაობთ ჩვენ აქ და ყველა კარგად ამყოფოს ღმერთმა მაგრამ, მე თუ გამითენდება დილა ის არ ვიცი და თქვენ რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენი გაყიდული სამსახური დიდხანს ექნება ვისაც მიჰყიდეთ იმას? თქვენ აიღეთ ასეთი წვალებით ნაშოვნი პირველი ხელფასი და გაუგზავნეთ თქვენს შვილებს საქართველოში, როცა იმან ვერაფერი გაგზავნა სახლში. თქვენ ხართ მშვიდად და ფიქრობთ, რომ თქვენ შვილებს ის ლუკმა შეერგება, არა ბატონო არ შეერგება და შეიძლება წამლის ფულად არ ეყოს. აკეთეთ ღვთის წინაშე მადლი და არა ადამიანის წინაშე, რათა მერე გული არ დაგწყდეთ რომ არ დაგიფასდათ.

პატრიოტობა არაა რომელიმე პოლიტიკოსის სიყვარული, მიტინგებზე გამოსვლა და გულზე მუშტის ბრაგუნი, პატრიოტობა და სამშობლოს სიყვარული ქართველების სიყვარულია, ერთმანეთის თანადგომა და გატანაა უცხო ქვეყანაში. შენ ხალხს გვერდით უნდა დაუდგე რომ დროზე გაიმართოს წელში და დაბრუნდეს სამშობლოში, აქ კი არ უნდა ჩააგდო ვალებში და დაჩაგრო.

კიდევ ვიტყვი და დავამთავრებ, არავინ დაწეროს რომ ვისაც დაეხმარა მან ვერ დაინახა მისი სიკეთე, არაუჭირს ხალხნო ღმერთი ხედავს სამაგიეროდ, თუ ჩვენს თავზე ბეწვიც კი დათვლილია, განა მადლს და სიკეთეს არ დაგვითვლის უფალი? - წერს ლელა ლაჩაშვილი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვა იგივე il permesso di soggiorno illimitato UE

📌 იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

📌 1 მაისიდან, იტალიაში „მწვანე პასპორტის“ და პირბადეების ტარების ვალდებულება იხსნება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784060280

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად დავიცავთ

ჰორმუზის სრუტე ირანის ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია და თეირანი მასზე საკუთარ სუვერენიტეტს ნებისმიერი ფასის გადახდის შემთხვევაში დაიცავს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ...

ჰორმუზის სრუტე

1784058126

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს. კითხვაზე, თუ როგორია...

ტრამპი ტრამპი

1784054926

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ერაყის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ აშშ-ის ძალები ერაყს 30 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ძალები ერაყს დატოვებენ, რადგან „ვფიქრობთ, რომ იქ ჯარი აღარ გვჭირდება“. „რაც გვაქვს, არის ის, რომ ნავთობკომპანიები უკვე შედიან (ერაყში) და ისინი ერ...

დონალდ ტრამპ

1784053427

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1784050990

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ში...

მეხანძრე-მაშველებმ