„ერთ-ერთმა ემიგრანტმა „სხვათა შორის“ მიმანიშნა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების დოკუმენტი არ გამაჩნდა“

ადამიანებს, სხვა მრავალ, ფურცელზე დაწერილ კანონთა პარალელურად, მორალური კანონი გაგვაჩნია, რომლითაც ყველა თავმოყვარე და კეთილსინდისიერმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს. 

პირველად, როცა ემიგრანტის სტატუსით, იტალიის სახელმწიფო პოლიციის, იგივე “questura“-ს შენობის წინ თვალუწვდენელ რიგში დგომა მომიწია, მთელი სხეული მიკანკალებდა, თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვგრძნობდი.

სახელმწიფო პოლიციის, საემიგრაციო განყოფილების შენობის წინ, სხვა და სხვა ეროვნების წარმომადგენელ ემიგრანტთა სიმრავლით გამორჩეულ ცოცხალ რიგში, ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვების გამო ვდგებით, „უკეთესი“ ცხოვრების მაძიებელი ადამიანები. რიგი მიზეზების გამო, ეს პროცესი სულაც არ გახლავთ სასიამოვნო. თავის მხრივ სიტყვა „სასიამოვნო“-ც ძალიან რბილი ნათქვამია.

მესმის ბებერი ევროპის, ის დაიღალა ემიგრანტებით, მაგრამ თუ საკუთარ თავებს ზემოდან დავხედავთ, კაცობრიობაც დაიღალა ამდენი ცოდვით. იდეაში, ევროპაში მიგრირება და რიგი სახელმწიფოებიდან ამ სურვილის ქონა, ძალიან დასაფასებელია, მაგრამ ეს მსჯელობის სხვა თემაა.

 

ეს პროცესიც, ემოციებისგან დაცლილ სამყაროში, ჟანრის განვითარების ჩვეულებრივ ამბად ჩაითვლებოდა, რომ არა ზესახელმწიფოთა უზარმაზარ, საიმიჯო ბანერებზე, არაერთგზის დიდი ასოებით დაწერილი „ადამიანთა უფლებები, თანასწორობა და ჰუმანიზმი“, რომლითაც ასე ამაყობს ცივილიზებული სამყარო.

დიახ, პირველად როცა სახელმწიფო პოლიციის, საემიგრაციო განყოფილების შენობის წინ რამდენიმესაათიანი ცდა მომიწია, სიტყვა არ დამცდენია. მიმაჩნდა, რომ როგორც ემიგრანტს, როგორც სხვის ქვეყანაში მყოფს, არათანაბარი უფლებების მქონე პირს და უბრალოდ როგორც არასასურველ „სტუმარს“ სიტყვა არ უნდა დამეძრა, მოთმინება გამომეჩინა და კანონთან კავშირში არ მქონე წესებს დავმორჩილებოდი. ასეც მოვიქეცი. გავჩუმდი და მორჩილად მივყევი ინერტულ პროცესს. სხვათა შორის, იმ დროს პირველად შევიგრძენი სიტყვა „უსაბუთობის“ სასტიკი მნიშვნელობა. უსიამოვნო დიალოგში, ქვეყანაში ლეგალურად მყოფმა ერთ-ერთმა ემიგრანტმა „სხვათა შორის“ მიმანიშნა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების დოკუმენტი არ გამაჩნდა. ეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გითხრათ ნიშნავს - „ხმა ჩაიგდე, თორემ შენს თავს დავაჭერინებ“

ამ დროს ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდია, როცა სიკვდილისაც არ მეშინია, რადგან, როგორც კი ემიგრანტი გავხდი, პირველივე წამიდან მოვკვდი. მუქარის ავტორი, იმაზე მეტს, ვერაფერს დამიშავებდა, რაც უკვე მჭირდა. ცხოვრების ცხოვრების სხვა და სხვა ეტაპზე მიღებულმა გამოცდილებამ, განცდილმა წინააღმდეგობებმა და შიშებმა, შიშის გრძნობა გამიქრო. ახლა სიკვდილისაც არ მეშინია და არც უკანონობის მორჩილად მიღების ან მოთმინების უნარი შემომრჩა. 

დღეს, საემიგრაციო განყოფილებაში დილის 9:00 საათზე, დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე მივედით. წინა, მიღებული გამოცდილების გამო, სათადარიგო დრო დავიტოვეთ. ბოლო ვიზიტიც ცხვირწინ ჩაგვეშალა, 12:00 საათი სრულდებოდა, სისტემას ხარვეზი აქვს და მიბრძანდითო... სისტემის ხარვეზი, როგორც ემიგრანტები ამბობენ, საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. ციფრული სისტემა საკმაოდ ხშირად გამოდის „მწყობრიდან“ და სხვა და სხვა ქალაქებიდან, შორი მანძილიდან საემიგრაციო განყოფილებაში მოსული ადამიანები, უკან საკუთარ სახლებში, სხვის სახლებში და სხვის თავშესაფრებში “ციფრული სისტემის“ ჭირვეულობის გამო ბრუნდებიან. 

ჩვენმა თადარიგიანობამ არც დღეს გაჭრა. რიგში სამ საათიანი ყოფნის შემდეგ, გამოგვიცხადეს, რომ თარჯიმანი ადგილზე არ იმყოფება, მიბრძანდითო  და შეხვედრა სხვა დღეს ჩაგვინიშნეს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სამი საათი ცოტა დროა, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ადამიანები არ ვართ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ მხოლოდ დაბალი სოციალური კლასი ვართ - დახურეთ თქვენი ქვეყნის კარები! დახურეთ და აღიარეთ, რომ ყველაფერი ფასადურია, რომ ადამიანი, როგორც სიტყვის კლასიფიკაცია, თავისივე კონსტიტუციური მნიშვნელობით, არის სიყალბე! 

წერილში შეგნებულად არ ვწერ იმ დეტალებზე, თუ რას ნიშნავს, შორი მანძილიდან დათქმულ ადგილამდე მისვლა, რას ნიშნავს გაცდენილი სამუშაო საათები, რას ნიშნავს სხვისი კეთილი ნების ანაბარა მდგომარეობაში ყოფნა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების სიმძიმე წელში გხრის!

ავტორი: ხათუნა შარაძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება

📌 “ამ ქალაქში თავი არ მოიკლათ!“ - რა ისტორიებს იხსენებს ემიგრანტი ანა ბურდული

📌 „ეს მონები, უთავმოყვარეოები, გულისამრევები, დაკოდილები, მალე ნახავენ რაც მოუვათ“ - ემიგრანტის წერილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715427961

ახალი ამბები

უჩა აბაშიძემ მეუღლესთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, უჩა აბაშიძემ მეუღლესთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვ...

პროგრამსიტი

1715427554

ახალი ამბები

,,რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და რა ძალა აიძულებდათ ასეთ მარაზმზე წასულიყო ცოლ-ქმარი?!“ - ლევან მაჭავარიანი უჩა აბაშიძეზე

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის თანახმად, აბაშიძემ და მის...

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

1715427349

ახალი ამბები

17 მაისს ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი ჩატარდება

 საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ წელსაც, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრევლი ლოცვით მსვლელო...

დდ

1715427232

სპორტი

მადრიდის „ატლეტიკო“ ახალ სეზონში გიორგი მიქაუტაძის დამატებას გეგმავს

მადრიდის „ატლეტიკო“ ახალ სეზონში გიორგი მიქაუტაძის დამატებას გეგმავს – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას Transfersdot-ი ავრცელებს. „ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელს, გიორგი...

მიქაუტაძე

1715423947

ახალი ამბები

დედამიწაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო

დედამიწაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელსაც ყველაზე მაღალი, G5 დონე მიანიჭეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. G5 არის ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ქ...

მაგნიტური ქარიშხალი